სიახლეები

Apple-ის 23 ოქტომბრის ღონისძიების მოლოდინში

117views

ხვალ, 23 ოქტომბერს, Apple-ისა და ყველა ჩვენთაგანისათვის დიდი დღეა, ვინაიდან ხვალინდელი ღონისძიება შესაძლოა დასრულდეს ორი სრულიად ახალი პროდუქტის პრეზენტაციით: iPad mini და MacBook Pro Retina 13″.

ნაცვლად კუპერტინოში განთავსებული თაუნ-ჰოლისა, ან Yerba Buena Center-ისა სან-ფრანცისკოში, ამ პრეზენტაციის ჩასატარებლად Apple-მა აირჩია კალიფორნიის თეატრი სან-ხოსეში. არანაირი დიდი ბანერები მოკბეჩილი ვაშლებით და მისთანები — მხოლოდ ორიოდე მოკრძალებული პლაკატი არის განთავსებული, პლუს უბრალო წარწერა: „Apple Special Event“. ეს ყველაფერი ძალიან წააგავს თეატრალურ წარმოდგენას. მაგრამ არის რამოდენიმე მომენტი.

მაგალითად ის, რომ პლაკატები გაფორმებულია კომპანიის ლოგოტიპით. არანაირი ჩვეული მკაცრი ფორმები, პირიქით — ხასხასა ფერები და ფსიქოდელიკური ნახატები.

სხვათაშორის, Apple-ს არ ჩაუტარებია ამ შენობაში ღონისძიება 2005 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც სტივ ჯობსმა წარმოადგინა iPod video და სერიალების შეძენის შესაძებლობა iTunes-ში.

ფასები iPad mini-ზე

ჩვენმა ამერიკელმა კოლეგებმა გადაწყვიტეს დაფიქრებულეყვნენ შესაძლო ახალი პროდუქტის ფასის შესახებ და რაც საინტერესოა მათ მიერ წარმოდგენილი ფასები იკვეთება ახალი iPad-ის ფასებთან ევროპაში. მაგალითად, ევროპული 249 ევრო აშშ-ში 329 დოლარად მოაზრება. კურსის მიხედვით ფასები ერნაირი გამოდის.

რატომ 329 დოლარი? ასეთი ფასი საშუალებას მისცემს Apple-ს ჩასვას ახალი პროდუქტი iOS-მოწყობილობათა ხაზში. iPod touch-ის მინიმალური კონფიგურაცია ღირს 299 დოლარი, iPad 2 — 399 დოლარი. ხოლო iPad mini სადღაც შუაში აღმოჩნდება. გჭირდებათ უფრო მოცულობითი ვერსია? დაამატეთ 100 დოლარი ყოველი დამატებითი 16 გბაიტისათვის. გამოდის 429 და 529 დოლარი 32 და 64 გბაიტიანი მოდელებისათვის. ყველაფერი ლოგიკურია.

რაც შეეხება მოდელებს 3G/LTE-ის მხარდაჭერით, Apple-ის ფასწარმოქნის ლოგიკა არ აქ უნდა დაირღვეს და + 130 დოლარი იქნება მოდელზე. 16, 32 და 64 გბაიტინი მოდელებისათვის გამოვა 459, 559 და 679 დოლარი შესაბამისად.

მინიმალური ფასი 329 დოლარი — მეტია, ვიდრე 16 გბაიტიანი Google Nexus 7 (249 დოლარი). მაგრამ ეფლის მრავალასეულ ათასიანი აპლიკაციების მაღაზია და ძლიერი ეკოსისტემა ღირს იმად, რომ ამ ფასად შევიძინოთ ახალი მოწყობილობა.

ასევე ცნობილი გახდა რომ წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყება 26 ოქტომბერს, ხოლო გაყიდვების დაწყება 2 ნოემბრისათვის არის დაგეგმილი.

მაგრამ მარტო ეს მოწყობილობა არ იქნება წარმოდგენილი 23 ოქტომბრის ღონისძიებაზე. ველოდებით 13 დუიმიან MacBook Pro-ს, განახლებულ iMac-ს და ასევე კარდინალურად განახლებულ iTunes 11-ს.

მოდი ახლა გადავხედოთ ქსელში გამოჟონილ ფოტოებს, სადაც სავარაუდოდ ახალი iPad უნდა იყოს აღბეჭდილი თავის უფროს ძმასთან ერთად. ასევე მოდი ვნახოთ, თუ ტექნიკური მონაცემები ექნება მას.

ახალი iPad აღჭურვილი იქნება 7.85 დუიმიანი ეკრანით, რომლის გარჩევადობა 1024×768 წერტილზე იქნება. მწარმოებელი: AU Optronics და LG Electronics. მთავარი ამწყობი — კომპანია Foxconn. უცნობია, თუ რა პროცესორი იქნება გამოყენებული ახალი მოწყობილობაში. ჭორების მიხედვით ორბირთვიანი A5 ან A6.

წყაროები:  [Cult of Mac]  [9To5Mac]  [idb] [vnexpress.net]

Comments

comments

Leave a Response