სიახლეები

ვიდეო-რგოლი სტივ ჯობსის შესახებ და ტიმ კუკის წერილი

250views

კომპანიის დამფუძნებლის გარდაცვალების ერთი წლის თავზე Apple-მა მთავარ გვერდზე განათავსა ახალი ვიდეო-რგოლი სტივ ჯობსის შესახებ. ის შედგენილია სტივის საუკეთესო ფოტოებისგან, ზოგოერთი მათგანი არც კი გვინახავს არასდროს. ამავდროულად ვიდეოში ჟღერს სტივის ხმა სხვადასხვა ღონისძიებებიდან — iMac-ის, iPod-ისა და iPhone-ის შესახებ, აგრეთვე Apple-ის იდეოლოგიის შესახებ. რგოლი მთავრდება სიტყვებით „გვახსოვდეს სტივი“, ხოლო ამის შემდეგ იხსნება ტიმ კუკის წერილის ტექსტი:

ჩვენთვის მძიმე იყო სტივის გარდაცვალების გადატანა ერთი წლის წინ. დღეს იმედი მაქვს, რომ თოთოეული ჩვენგანი გაიხსენებს მის არაჩვეულებრივ ცხოვრებას, ყველა მის საქციელს, რომლებმაც უკეთესი გახადეს ეს სამყარო.

სტივის ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარი სამყაროსთვის — ეს Apple-ია. არცერთი სხვა კომპანია არ შთაგვაგონებს და არცერთს არ აქვს დასახული ესოდენ მაღალი სტანდარტები. სტივმა შექმნა ჩვენი ღირებულებები, ხოლო მისი სული ყოველთვის იქნება Apple-ის საფუძველში. მის მემკვიდრეობაზე ზრუნვა — დიდი პატივია და დიდი პასუხისმგებლობაც თითოეული ჩვენგანისათვის.

მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ ვუშვებთ ჩვენი კლიენტებისათვის საყვარელ პროდუქტებს და ვიგონებთ ახლებს, რომლებიც ცხოვრების გზას გვიხალისებენ.

ტიმი

ვიდეოს სანახავად გადადით გვერდზე apple.com. მადლობა Apple-ს ამ არაჩვეულებრივი ვიდეოსათვის.

Comments

comments

Leave a Response