ერთი წლის წინ, 2011 წლის 5 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში მყისეურად გავრცელდა სტივ ჯობსის გარდაცვალების ამბავი. მართალია ყველასთვის ცნობილი იყო მისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ მაგრამ მისი გენიის დამფასებლებისათვის დღესაც დაუჯერებელ ამბად ითვლება ის, რომ სტივი ცოცხალი აღარ არის. სტივი ისე წავიდა, რომ მის ცხოვრებაში ბოლო ტექნიკურ კონფერენციას ვერ დაესწრო…
დღეს სტივ ჯობსი აღსოვთ პირველ რიგში როგორც „ციფრული რევოლუციის მამა“, რომელმაც შექმნა iPod, iPhone, iPad და Mac OS X — პროდუქტები, რომელთა წარმატებამ კომპანია Apple გახადა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია. მარტო iPhone-ების გაყიდვებიდან მოგებამ 150 მილიარდი დოლარი შეადგინა.
თუმცა იმ გამოგონებათა და პროდუქტთა შორის, რომლებიც დაკავშირებულია ჯობსის სახელთან, არის აგრეთვე წარუმატებელი პროექტებიც. Apple-ის დამფუძებლის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული ეპიზოდი გახლდათ გრაფიკულ-გარსიანი Apple Lisa-ს შექმნა. წარუმატებელმა პროდუქტმა ბევრი პრობლემა გამოიწვია Apple-ის ხელმძღვანელბს შორის: პროექტის წარუმატებლობით განაწყენებულმა ჯობსმა ინტენიურად დაიწყო Lisa-ს პროექტში ჩარევა, რასაც საბოლოოდ მისი ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენება მოჰყვა.
ჯობსის ბიოგრაფიისადმი ინტერესზე აშკარად მეტყველებს მისი ოფიციალური ბიოგრაფიის პოპულარობა. წიგნი, რომელიც უოლტერ აიზექსონის მიერ არის დაწერილი, სტივის გარდაცვალებიდან ცოტა ხანში გამოვიდა და ბესტსელერი გახდა, თუმცა დღესაც კი ძალიან აქტიურად იყიდება. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც ჯობსის ცხოვრებას ეხება, ტექნოლოგიური და არა მარტო გამოცემების მთავარი სიახლე ხდება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე ადრეული, მანამდე არსად არ გამოქვეყნებული ინტერვიუ, რომლებიც სტივს მისი მოღვაწეობის ადრეულ წლებში ჩამოართვეს.
ჯობსს ხშირად იხენებენ უშუალოდ Apple-ის ტექნიკის მომხმარებელები, განსაკუთრებით ახლანდელი ხელმძრვანელობის ნაბიჯების განხილვისას. როგორც წესი, საუბრის მთავარი აზრი შემდეგია — „ჯობსის დროს ასე არ ხდებოდა“. ბოლო მაგალითი: ტიმ კუკის მხრიდან ბოდიშის მოხდის ფაქტი ახალი რუკების უვარგისობის გამო.
აღსანიშნავია, რომ Apple-ის თანამშრომლები ახლანდელი გენერალური დირექტორის, ტიმ კუკის პოტენციალს უფრო მეტად აფასებენ, ვიდრე ჯობსისას. მარტის ანონიმური გამოკითხვის შედეგად, კუკის რეიტინგმა 97% შეადგინა, ხოლო ჯობსისამ — 95% მისი მართველობის ბოლო წლის განმავლობაში.
როგორც არ უნდა იყოს, ბოლო წლის განმავლობაში Apple-მა გაიმყარა თავისი პოზიციები. სექტემბერში კომპანიის აქციების ფასმა 700 დოლარს გადააჭარბა. და აქციის პროგნოზირებადი ფასი 1000 დოლარის ოდენობით სულაც არ არის შორეული მომავლის ამბავი.
ფაქტურად Apple-მა მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც მისი მოწყობილობების გაყიდვები განისაზღვება არა მოთხოვნის ოდენობით, არამედ კომპანიის პარტნიორების საწარმოო სიმძლავრეების შესაძლებლობით დააკმაყოფილონ მოთხოვნა.
და მაინც, სულ უფრო ხშირად გაიგონებთ, რომ Apple იცვლება და ამ ცვლილებებმა შესაძლოა შეარყიონ კომპანიის სიმძლავრე. ბაზარი, რომელზეც მუშაობს Apple, წამიერად იცვლება და მცირედი შეცდომაც კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.
მიუხედავად ამისა Apple-ისადმი მომხმარებელთა ნდობის მომენტი კვლავ ძალიან მაღალია.
როგორც ვხედავთ, Apple-ის საათივით აწყობილი მანქანა კვლავ უზადოდ მუშაობს მისი შემქმნელის გარეშეც. მაგრამ ადრე თუ გვიან სტივის დანატოვები იდეები ამოიწურება, სულ უფრო ახლია ის დრო, როდესაც კომპანია იძლებული იქნება იმუშაოს სტივის დანატოვების გარეშე. იმის გარეშე, რაც მან ჩვენ ყველას გვიანდერძა…