Apple-მა iPhone 5-ის ოფიციალურ პრეზენტაციაზე ტრადიც��ულად არ გაგვიმხილა ახალი მოწყობილობის ტექნიკური დეტალები. თუმცა ესქპერტებმა მაინც შეძლეს პროცესორისა და მეხსიერების ტექნიკური მახასიათებლების გარკვევა და ფრიად საინტერესო სურათი მიიღეს.
კოდური დასახელებიდან A6, პროცესორის მრავალჩიპიან ნაკრებში შედის ახალი SoC და 1 გბაიტი ორარხიანი მეხსიერება LPDDR2-1066 მჰც, რომელიც ორი 512 მბაიტიანი კრისტალისაგან შედგება. ამან საშუალება მისცა ექსპერტებს ევარაუდად მეხსიერების გამტარუნარიანობის ზრდა 33%-ით A5 პროცესორთან შედარებით. ამავდროულად თვითონ ჩიპის წარმადობა მეტად მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე წინამორბედს.
ქსელში აგრეთვე გამოჩნდა ინფორმაცია A6 პროცეოსრის წარმადობის შესახებ. მონაცემები გამოქვეყნდა Primate Labs-ის საიტზე. წარმადობის შესამოწმებლად გამოყენებული იქნა ბენჩმარკი Geekbench. კვლევის მიხედვით ორბირთვიანი iPhone 5 უფრო სწრაფია, ვიდრე ბაზარზე ამჟამად არსებული ნებისმიერი Android-მოწყობილობა, ისინიც კი, რომლებშიც ოთხბირთვიანი პროცესორებია გამოყენებული უფრო მაღალი ტაქტური სიხშირით.
კერძოდ, iPhone 5-ის მაჩვენებელია 1601 ერთეული, მაშინ როდესაც ყველაზე სწრაფი Google Nexus 7-ის (ჩიპი Nvidia Tegra 3, 4 ბირთვი, 1,3 გჰც) — 1591, ხოლო Samsung Galaxy S III — 1560, HTC One X — 1085.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კომპანია Apple-ს უკეთესად გამოსდის ნაკლები რესურსების მქონე პროცესორით უკეთესი წარმადობის მიღწევა, ვიდრე მის კონკურენტებს და როგორც ყოველთვის, ის ინოვაციებით გაცილებით წინ არის, ვიდრე სხვა კომპანიები.
წყარო: Primate Labs