სასამართლო-საპატენტო ფრონტზე დიდმა მარცხმა არა თუ უკან დაახევინა Samsung-ს, არამედ კიდევ უფრო გაუმძაფრა ბრძოლის უცნაური მეთოდები. Apple-ის 12 სექტემბრის პრეზენტაციის შემდეგ კორეული კომპანიის სარეკლამო განყოფილებამ სწრაფად იმოქმედა და შვა ეგზომ უცნაური პლაკატი. მოდი ვნახოთ, თუ რატომ არ არის საჭირო გენიოსობა, რომ განსაზღვრო გამარჯვებული iPhone 5-სა და Galaxy S III-ს შორის.
როგორც ხედავთ, ცხრილში ჯერ მოცემულია iPhone 5-სა და Galaxy S III-ს მახასიათებლები, ხოლო შემდეგ მოდის გრძელი სია იმ ტექნოლოგიებისა, რომლებზეც ვითომდა Apple-ს პასუხის გასაცემად არაფერი არა აქვს. ამ სიაში შედის NFC, Smart Stay, S Beam და ა.შ. სიას ასრულებს უკვე საარაკოდ ქცეული მოხსნადი და გამოცვლადი აკუმულატორი. საყურადსაღებო დეტალი: პლაკატზე Samsung-მა iPhone 5 გამორთული გამოსახა, ხოლო თავისი პირმშო — გაბრდღვიალებული.
მოკლედ, სახეზე გვაქვს Samsung-ის მხრიდან ქმედებას, რასაც პირადად მე არასრულფასოვნების კომპლექს ვუწოდებდი.
თუმცა საკმარისია სწორად დავსვათ აქცენტები და სურათი კარდინალურად იცვლება…