სიახლეები

iPod-ების ახალი მოდელები. დეტალები

102views

გასაგებია, რომ უახლოესი რამდენიმე დღე აქტუალური თემა იქნება Apple-ის 12 სექტემბრის ღონისძიება. ახალი Iphone 5-ის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა სტატიაში, ამიტომ აქ შემოგთავზებთ ამომწურავ ინფორმაციას ახალი iPod-ების შესახებ. პირადად ჩემი აზრით, მუსიკალური პლეერები უფრო საინტერსო გამოვიდა, ვიდრე სმარტფონის ახალი მოდელი.

მთავარი სიახლე: iPod touch

მართალია ახალი iPhone-ის შესახებ ქსელში პრაქტიკულად სრული ინფრორმაცია იდო და გუშინდელ ღონისძიებაზე ახალი არაფერი მოგვისმენია, იგივეს ვერ ვიტყვით პლეერების შესახებ. ინფორმაცია იყო, მაგრამ გაცილებით ნაკლები. მოდით ვნახოთ, რა გამოუშვა Apple-მა ახალი ამ მიმართულებით: თხელი (6 მმ.) კორპუსი ანოდირებული ალუმინისაგან, 88 გრამი წონა, ძალიან მსუბუქი, ორბირთვიანი პროცესორი A5, 4 დუიმიანი Retina-ეკრანი გარჩევადობით 1136×620 წერტილზე, 5 მეგაპიქსელიანი კამერა მრავალი საინტერესო ფუქნციით და ახლა უკვე წინა კამერაც (1.2 მეგაპიქსელი, 720p, გეოტეგების მხარდაჭერა), პერსონალური ასისტენტი Siri, ახალი ფოსო კაბელისათვის და კორპუსზე სპეციალური წანაზარდი ზონარის დასამაგრებლად, რომელიც ხელზე შეგიძლიათ დაიმაგროთ. მუსიკის დაკვრის რეჟიმში 40 საათი მუშაობა, 8 საათი — ვიდეოს ჩვენების რეჟიმში, ახალი ყურსაცვამები (მათ შესახებ სპეციალურ სტატიაში ვისაუბრებთ), კორპუსის ხუთი ფერი — ცისფერი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და მუქი-ნაცრისფერი.

წინასწარი შეკვეთები მიიღება 14 სექტემბრიდან, ხოლო გაყიდვები ოქტომბერში დაიწყება. ფასი: 299 და 399 აშშ დოლარი 32 და 64 გბაიტი მეხსიერებისათვის შესაბამისად.

ახალი iPod nano

გუშინდელ ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე წავაწყდით ინფორმაციას ქსელში, რომ თუ თანამედროვე ახალგაზრდობა ნარკოტიკებითა და პანკ-როკით ექსპერიმენტირებს, Apple-ისთვის იგივე საცდელი პოლიგონი iPod nano-ა. პრინციპში ასეცაა: მეშვიდე თაობის მოდელში კიდევ ერთხელ შეიცვალა კორპუსი.

კორპუსი რეკორდულად მცირე სისქისაა (5.4 მმ), ანოდირებული ალუმინი აქაც გამოიყენეს, ეკრანი 2.5 დუიმია 240×432 წერტილი, მალთი-თაჩ ინტერფეისით, ვიდეოს მთელ ეკრანზე ჩვენების ფუნქცია, ჩადგმული FM-რადიო, ნაბიჯმზომი, Nike+ის მხარდაჭერა, Bluetooth-ის მხარდაჭერა (გარნიტურები, სტერეოსისტემები, ავტომაგნიტოლები), ახალი EarPods-ები, Lightning-ფოსო. პლეერის კორპუსი რვა ფერშია გადაწყვეტილი. ეს მოწყობილობაც ოქტომბრიდან გაიყიდება, მეხსიერების მხრივ მხოლოდ 16 გბაიტიანი მოდელებია ხელმისაწვდომი, ფასი — 149 აშშ დოლარი.

iPod shuffle

Apple Store Online-ში განახლებული შაფლები არც კი არის მონიშნული, როგორც „ახალი“ — ცვლილების მხროვ მხოლოდ ფერთა გამის ცვლილება გვაქვს, ტექნიკურად არაფერი შეცვლილა. 2 გბაიტიანი მოდელი კვლავ 49 აშშ დოალრი ღირს.

უბერებელი კლასიკა

ყველას, ვისაც ჩემსავით აღელვებს კლასიკური პლეერების ბედი, შემიძლია ვუთხრა: კლასიკა არ ბერდება და ის კვლავ ჩვენთან რჩება.

წყარო: Apple

Comments

comments

Leave a Response