სიახლეები

ახალი iPhone 5

95views

გუშინ, 12 სექტემბერს, Apple-მა ჩაატარა თავისი მორიგი სპეციალური ღონისძიება. კომპანიამ წარმოადგინა რამდენიმე ახალი პროდუქტი, განაახლა უკვე არსებული. მთავარი სიახლე, რომელიც გუშინ ვიხილეთ, არის iPhone-ის ახალი, მეხუთე მოდელი. სახელიც ძველი მეთოდით შეურჩიეს, iPhone 5. მოდი დეტალურად ვიხილოთ, თუ რა წარმოადგინა კუპერტინომ, ხოლო დასკვნები თქვენთვის მომინდვია.

ახალი iPhone კიდევ უფრო თხელი, მსუბუქი და სწრაფი გახდა. ახალი დიზაინი გვანცვიფრებს თავისი ზომებით: სისქე სულ 7.5 მილიმეტრი. სიგრძეში ტელეფონმა მოიმატა და 4.87 დუიმი გახდა. რაც შეეხება წონას, მანაც მოიკლო და 112 გრამია, ადრინდელი 140 გრამის ნაცვლად. გარეგანმა სახემაც განიცადა ცვლილება. კორპუსის უკანა მხარე შუშის ნაცვლად ალუმინით არის დაფარული, რომელიც მოლურჯო-ნაცრისფერია შავი მოდელის შემთხვევაში და ღია-ნაცრისფერი თეთრი მოდელის შემთხვევაში. მოკლედ ასეთია ტელეფონის ახალი პარამეტრები.

მოდი, ახლა გადავიდეთ ახალ, 4 დუიმიან ეკრანზე. iPhone 5 უფრო დიდია, ვიდრე iPhone 4S, მაგრამ გაიზარდა არა სიგანეში, არამედ სიმაღლეში. ანუ რასაც ადრე ვაკეთებდით ცალი ხელით — კლავიატურაზე ტექსტის აკრეფვა, მაგალითად — ასევე მოსახერხებელი იქნება ახალ მოდელშიც. გაზრილი ეკრანის ზომა საშუალებას იძლევა დავიანხოთ მეტი, ამ დროს კი ერგონომიკა არ იცვლება. ეკრანის გარჩევადობა გახდა 1136×640 პიქსელი, ეკრანის პროპორცია — 16:9.

ახალ iPhone-ში გაუმჯობესებულია უსადენო ქსელებთან მიერთების შესაძლებლობა — დამატებულია LTE — რომელიც მობილურ ინტერნეტში შევლის სიჩქარეს ზრდის, ხოლო ელკვების მოხმარება არ იქზრდება საგრძნობლად. კერძოდ დამატებულია შემდეგი ქსელების მხარდაჭერა: HSPA, HSPA+ და DC-HSDPA; Wi-Fi ორ რეჟიმში მუშაობა — 802.11n 2,4 GHz და 5 GHz სიხშირეებზე.

ახალ iPhone-ში გამოყენებულია გაუმჯობესებული პროცესორი A6, მასზე უფრო დეტალურად შევჩერდეთ. თუ სპეციფიკაციებს დავუჯერებთ, ის ორჯერ უფრო სწრაფია წინამორბედ პროცესორზე, A5-ზე. ამის გარდა, საოპერაციო სისტემის ახალი ვერსია, iOS 6, რომელიც 19 სექტემბერს იქნება ხელმისაწვდომი, მაქსიმალურად იყენებს ახალი პროცესორის შესაძლებლობებს.

ტეელფონის ახალ მოდელში ჩამონტაჟებულია სინქრონიზაციის ახალი ფოსო, რომელიც რეალურად განსხვავდება ძველი მოდელისაგან. ის გაცილებით უფრო პატარა გახდა და უფრო საიმედო. რაც მთავარია, თქვენ შეგიძლიათ მისი მიერთება ნებისმიერი მხრიდან, რაც ფრიად მოსახერხებელია. ახალი ფოსოს გამოსვლა განპირობებულია ახალი iPhone-ის გამოსვლით, რომელის სისქე არ იძლევა ძველი ფოსოს გამოყენების საშუალებას. გაყიდვაში ასევე გამოვიდა გადამყვანი ძველიდან ახალ ფოსოზე.

iSight კამერა ასევე განახლდა: შესაძლებელია პანორამული სურათების გადაღება, ფოტონაკადის გაზიარება და ა.შ. FaceTime კამერაც განახლდა. ახლა შესაძლებელია ვიდეო-ზარების განხორციელება არა მარტო Wi-Fi ქსელების საშუალებით.

რაც შეეხება Siri-ს. ხმოვანი თანაშემწისათვის უკვე მეტი კითხვების დასმა შეიძლება, უფრო მეტ პასუხებს პოულობს და უფრო მეტს ლაპარაკობს.

ახალ iPhone-ში უკვე დაყენებული იქნება iOS 6 და ხელმისაწვდომი იქნება წინასწარი შეკვეთისათვის 14 სექტემბრიდან აშშ-ს ტერიტორიაზე. გაყიდვები 21 სექტემბერს დაიწყება. ფასები შემდეგია: $199 — 16 ბაიტი, $299 — 32 გბაიტი და $399 — 64 გბაიტი. ეს საკონტრაქტო ფასებია, ოპერატორზე მიბმით. განბლოკილ მოდელებზე ფასები ისეთივე იქნება, როგორც ეს იყო iPhone 4S-ის შემთხვევაში.

წყარო: Apple

Comments

comments

Leave a Response