Google არ დაელოდა Apple-ის დღევანდელ პრეზენტაციას და დროზე ადრე გამოუშვა YouTube-ის საკუთარი აპლიკაცია. როგორც ალბათ უკვე იცით, iOS 6-ში აღარ იქნება აღნიშნული აპლიკაცია სისტემურად დაყენებული. ჯერ-ჯერობით ხელმისაწვდომია iPhone და iPod Touch ვერსიები, iPad-ის ვერსია უახლოეს რამდენიმე თვეში გამზადდება.
სახეობა: ვიდეო
მწარმოებელი/გამომცემელი: Google, Inc.
ვერსია: 1.0.1.3063
აპლიკაცია მთლიანად გადასხვაფერდა, შეიცვალა გარეგანი სახე, მენიუ და პარამეტრები. პირველი გაშვებისას იხსნება საერთო არხი, სადაც განთავსებულია ყველაზე პოპულარული ვიდეო-რგოლები. ამ სიაში შესაძებელია ნახოთ გამოქვეყნების თარიღი, ნახვის რაოდენობა და ვიდეოს ხანგძლივობა.
თუ ვიდეოზე დავაწკაპებთ, გაიხსნება წინასწარი დათვალიერება. აქ შეგვიძლია ამოვირჩიოთ მსგავსი ვიდეო-რგოლები ან დავტოვოთ კომენტარი. სანამ ამ საქმით იქნებით დაკავებული, ვიდეო გაეშვება ზედა პატარა სარკმელში.
ვიდეოს ფანაჯარაც შეიცვალა, აქ შეგიძლიათ მოიწონოთ ვიდეო, ან გაუზიაროთ ის მეგობარს. ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მუშაობს.
პარამეტრების განყოფილებაში შესასვლელად თითით მარცხნიდან მარჯვნივ გადაფურცლეთ. ეს ჟესტი მხოლოდ ვერტიკალურ მდგომარეობაში მოქმედებს. ამ განყოფილებაში შეგიძლიათ მოირგოთ მთავარი გვერდის სახე, ძებნის ფილტრი და ნახოთ ის არხები, რომლებზეც გაქვთ ხელმოწერა. საერთო ძებნაც უფრო სწრაფი გახდა, შესაძლებელია ხმით ძებნის განხორციელება. მოკლედ, გუგული დეიდამ არ დაგვტოვა ამ პალიკაციის გარეშე და გირჩევთ, რომ გადმოტვირთოთ.
წყარო: iTunes