სიახლეები

Apple-ის ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე

88views

Apple-ის ღონისძიების დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ამიტომ შევეცდებით მოკლედ მოგითხროთ იმის შესახებ, თუ რას შესაძლოა, რომ ველოდოთ ამ ღონისძიებისაგან, რა შესაძლო პროდუქტები იქნება გამოშვებული, ანდა არ იქნება. ასევე გაიგებთ, თუ სად და როგორი ხერხით შეგეძლებათ რომ თვალი ადევნოთ ღონისძიებას. მაშასადამე დავიწყოთ.

რა, სად, როდის?

უკვე მრავალი წელია ყველაზე ნაცადი ხერხი, რომ მივიღოთ ინფორმაცია Apple-ის ნებისმიერი ღონისძიებიდან პირდაპირ ეთერში, გახლავთ ტექსტური ტრანსალცია. ამ ტრანსლაციებს სხვადსხვა უცხოური გამოცემა აკეთებს, ესწრება რა ღონისძიებას. ტექსტის გარდა ჩვენ ვღებულობთ ფოტოებსაც.

თუ კარგად იცით ინგლისური, მაშინ შეგიძლიათ ასეთი ტრანსალცია იხილოთ რამოდენიმე ტექნოლოგიურ ბლოგზე, მაგალითად:

The Verge
Engadget
ArsTechnica
MacRumors
MacWorld
MacStories

ქართულად ტრანსლაციას ოდნავ განსხვავდება. ჩვენ ვაკეთებთ აუდიო ტრანსლაციას რადიო BeatFM 100.3-თან ერთად. ასე რომ შეგიძლიათ დღეს 21 საათიდან შემოგვიერთდეთ ტალღაზე 100.3, ან საიტზე www.beatfm.ge

ასევე ოპეარატიულად განვათავსებთ სტატიებს ახალი პროდუქტების შესახებ ჩვენს ბლოგში ტრანსლაციის მსვლელობისას.

რას უნდა ველოდეთ დღევანდელი ღონისძიებისაგან

ამის შესახებ არსებობს რამდენიმე მოსაზრება: ერთნი თვლიან, რომ ჩრდილი, რომელიც აქვს 12-ს ხუთიანის სახით, მიუთითებს iPhone-ის მეხუთე თაობის შესახებ. სხვები ფიქრობენ, რომ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ხუთი ახალი პროდუქტი, რომელთა შორისაც შესაძლოა იყოს: iPhone 5, iPad mini, iTunes-ის განახლება, ახალი iPod და აგრეთვე განახლებული AppStore.

ერთი, რისი თქმაც დანამდვილებით შეიძლება არის ის, რომ არ იქნება სურპრიზი ახალი iPhone-ის დიზაინთან დაკავშირებით. ჩინელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ გაეფუჭებინათ ჩვენთვის მოლოდინი და წინასწარვე გამოყარეს თავიანთ ბლოგებში მომავალი მოდელის სურათები:

როგორც ხედავთ, ეკრანი ძველ მოდელთან შედარებით გაწელილია ვერტიკალურად, ამის ხარჯზე მისი ზომა 4 დუიმი გახდა. ამაზე მიუთითებს აგრეთვე Apple-ის მიერ განთავსებული გიგანტური ბანერი, სადაც სტანდარტული ხატულები გაწელვით მივიღეთ ასეთი უცნაური ვერტიკალური ფერები:

ახალ iPhone-ს შესაძლოა დაუყენონ ახალი, 9-კონტაქტიანი ფოსო, ხოლო კაბელი USB 3.0-თან თავსებადი გახდეს.

ყურსაცვამების ჯეკი ქვემოთ გადაინაცვლებს, micro-SIM შეიცვლება nano-SIM-ით, ასე რომ ჩვენმა ოპერატორებმა უნდა იყოჩაღონ და დროზე მოგვაწოდონ ახალი სიმები და არა ერთი წლის მერე, როგორც ეს iPhone 4-ის შემთხვევაში მოხდა. ახალი ყურსაცვამებიც განსხვავებული დიზაინისაა:

ფასები არ შეიცვლება (ცივილურ ქვეყნებში), ხოლო გაყიდვები 20 სექტემბრიდან იგეგმება. iOS 6-ის გამოსვლაც ამ დროს უნდა მოხდეს.

iPad mini-ს შესახებ უკვე ბევრი დაიწერა. სავარაუდოდ ეს მოწყობილობა ოდესმე გამოვა. კონცეპტუალური მოდელი ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ:

ამ მოწყობილობის ფასი სავარაუდოდ 299 აშშ დოლარი.

დღეს ამ სტატიაში ამით შემოვიფარგლოთ. ტრანსლაციამდე 5 საათი დარჩა. შემოგვიერთდით 21 საათზე ტალღაზე 100.3 და ერთად ვიცილოთ Apple-ის ახალი და არაჩვეულებრივი პროდუქტები!

Comments

comments

Leave a Response