სიახლეები

Macbook Pro Retina — მიმოხილვა

105views

არ ვიცი თქვენთვის როგორ, მაგრამ მე უაღრესად დამაინტერესა Apple-ის ახალმა პროდუქტმა, Macbook Pro Retina, რომელიც წელს წარმოადგინა კომპანიამ WWDC 2012-ზე. ძირითადი სიახლე, რომელიც ამ მოდელში შეგვიძლია ვიხილოთ, არის არაჩვეულებრივი გარჩევადობის მქონე ეკრანი, 2880×1800 პიქსელი. მაგრამ მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ ამ ახალი პროდუქტის აღწერას.

ტექნიკური მახასიათებლები

ეკრანი – 15,4″, IPS, 2880×1800 (220 ppi), Retina

საოპერაციო სისტემა – OS X Mountain Lion (10.8)

პროცესორი – Intel Core i7-3720QM (4 ბირთვი, 2,6 ГГц), Ivy Bridge

გრაფიკა – Intel HD Graphics 4000

მეხსიერება – 8 გბაიტი DDR3 (მაქსიმუმ 16 გბაიტი)

დისკი – 512 გბაიტი SSD

ოპტიკური დისკწამყვანი – არა

ვიდეო – NVIDIA GeForce GT 650M 1024 მბაიტი

უსადენო ქსელების მხარდაჭერა – Wi-Fi (802.11 a/b/g/n), Bluetooth 4.0

პორტები – ორი USB 3.0, ორი Thunderbolt, HDMI, SDXC ბარათების მხარდაჭერა, 3,5 მმ ყურსაცვამების ფოსო

ვებ-კამერა – 720p

აკუმულატორი – ლითიუმ-იონურ-პოლიმერული, 90 ვტ/სთ

ზომები – 359 × 247 × 18 მმ

წონა – 2,02 კგ

მიმოხილვისათვის ავიღე ახალი ნოუთბუკის სტანდარტული ვერსია, თუმცა ტესტირების შემდეგ შემიძლია განვაცხადო, რომ ის არაჩვეულებრივად სწრაფია, წარმომიდგენია რა შეუძლია უფრო მძლავრ მოდელს!

ახალ მოდელში როგორც იქნა გაქრა ოპტიკური დისკის წამკითხველი. მადლობა ღმერთს, როგორც იტყვიან. ბოლო ორიოდე წელია სრულიად გაქრა ასეთი დისკების გამოყენების აუცილებლობა — ფლეშ დისკებმა და ღრუბლოვანმა საცავებმა სრულიად განდევნეს ეს უკვე მოძველებული მედია-მატარებელი. შესაბამისად კომპიუტერის წონამ და სისქემ იკლო, რამაც არ შეიძლება, რომ არ გაგვახაროს. ოპტიკური დისკწამყვანის გარდა ამ მოდელში აღარ არის Ethernet-ის პორტი — აქ აშკარად იგრძნობა Air-მოდელების გავლენა, რომლებსაც ეს პორტი 2008 წლიდან არ აქვთ. პრინციპში Wi-Fi-ს გავრცელებამ და პოპულარობამ ამ პორტის აუცილებლობაც ასევე ნულამდე დაიყვანა, მაგრამ თუ მაინვ გესაჭიროებათ ქსელის კაბელით სარგებლობა, Apple გთვაზობთ Thunderbolt -> Ethernet გადამყვანს, რაც მოგიხსნით აღნიშნულ პრობლემას. მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ეს გადამყვანი კომპლექტაციაში არ შედის და ცალკე იყიდება.

ისევე როგორ Macbook Pro-ს სხვა მოდელებში, აქაც ორი ვიდეო-ბარათი გამოიყენება — ეკონომიური Intel HD Graphics 4000 და მძლავრი Nvidia GeForce GT 650M.

კომპლექტაცია

ნოუთბუკი აი ასეთ კოლოფშია მოთავსებული. როგორც ყოველთვის, Apple-ის პროდუქტის განფუთვა მთელი რიტუალია, ფრიად სასიამოვნო. ნოუთბუკის ქვემოთ, სპეციალურ ფოსოებში მოთავსებულია პატარა კონვერტი, სწრაფი სახელმძღავენლოთი, კვების ბლოკი, დამაგრძელებელი. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს მაღაზიებში Apple-ის ის პროდუქცია იყიდება, რომელიც გამოშვებულია ჩევნი ბაზრისათვის, შესაბამისად არ შეგექმნებათ პრობლემა კვების ბლოგის ჩანგლის (ე.წ. „რაზეტკა“) მიერთებაში ჩვენს ქსელებთან. გირჩევთ, პროდუქცია ყოველთვის შეიძინოთ ოფიციალურ რესელერებთან და არა საეჭვო წარმოშობის კომპანიაში.

ახალი ნოუთბუკი, როგორც Apple-ის ყველა პროდუქტი, საუცხოოდ გამოიყურება. კორპუსი კვლავ Unibody სტილშია შესრულებული ერთიანი ალუმინის ნაჭრიდან, გვერდები მომრგვალებულია, მოკლედ ძალიან ლამაზია. აი ახლა გადავიდეთ მოწყობილობის სისქეზე. ჩვეულებრივი Macbook Pro-ზე უფრო თხელია ახალი მოდელი, სულ რაღაც 18 მმ., წონა — 2 კგ. რეალურად ძალიან მსუბუქი და თხელი მოდელის გამოდის. გაითვალისწინეთ, რომ ეკრანის ზომა ამ დროს 15 დუიმია და მიხვდებით, რომ ამ მოდელთან სიალამაზით, წონით და სისქით ვერცერთი PC-კომპიუტერი ვერ მოვა.

ეკრანი. მასზე საათობით შეიძლება საუბარი, მაგრამ ერთხელ ნანახი ჯობს, ვიდრე ათასჯერ გაგონილი.

სანამ ახალი ეკრანის დეტალურ აღწერაზე გადავალ, მოდით კომპიუტერის სხვა ნაწილები განვიხილოთ. ახალ ნოუთბუკში ორი USB-პორტია ჩაშენებული, ასევე ორი Thunderbolt-პორტი. ჩემი აზრით სრულიად საკამრისია, ხოლო თუ თქვენ უფრო მეტი მოწყობილობის მიერთებას აპირებთ, შეგიძლიათ შეიზინოთ USB-ჰაბი.

როგორ ოდნავ ზევით გითხარით, ახალ მოდელში აღარ არის Ethernet-ის პორტი, ასევე აღარ არის FireWire-იც. Apple-მა გადაწყვიტა, რომ ეს პორტები ზედმეტია, მაგრამ დაგვიტოვა საშუალება მაინც ვისარგებლოთ ამ პორტებით. ამისათვის მან გამოუშვა ორი ახალი აქსესუარი, Ethernet და FireWire პორტებიდან გადამყვანი Thunderbolt-ზე.

ინდიაკტორები, ისევე როგორც Apple-ის სხვა მოდელებში, ძალიან ცოტაა. უფრო სწორად არ არის საერთოდ. ერთადერთი გამონაკლისი დაუშვეს CapsLock კლავიშისათვის.

კიდევ ერთი ინდიკატორი აქვს კვების ბლოკის კაბელს იმ ნაწილში, რომელიც უერთდება უშუალოდ კომპიუტერს.

კორპუსის ზედა ნაწილი ტრადიციულ სტილშია შესრულებული — დიდრონი ზომის ტაჩპედი (105×76 მმ.), კლავიატურა და სპიკერები.

დიდი თაჩპედი ფრიად მოსახერხებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ Apple-ის საოპერაციო სისტემაში ბლომადაა სხვადასხვა ბრძანებები, რომელბიც ხელების სხვადასხვა ჟესტებით ხორციელდება.

კლავიატურას რაც შეეხება, ის როგორც ყოველთვის საუცხოაა. მე ჯერ არასდროს შემხვედრია სხვა მწარმოებლის უკეთესი კლავიატურა.

ერთი რამ არ მომეწონა, კვების ჩართვა/გამორთვის კლავიში განთავსებულია კლავიატურის სწქციაში, ადრე კი ის უბრალოდ კორპუსზე იყო. ამ ვარიანტში საკამოდ ადვილია ხელი შემთხვევით მოგიხვდეთ ამ კლავიშზე და გამოგერთოთ კომპიუტერი.

რაც მთავარია, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, კლავიატურას აქვს შიდა განათება, რაც ძალიან მოსახერხებელია ჩაბნელებულ ოთახში მუსაობისას.

მოწყობილობის მუშაობა

ბევრ დროს არ წაგართმევთ OS X-ის მუშაობაზე საუბრით, ეს სხვა სტატიის თემაა. მოდით ვისაუბროთ ამ ახალ ეკრანზე.

ინტერნეტში უკვე არა ერთი სერიოზული შერკინება მოხდა საკითხზე, საჭიროა, თუ არა რეტინა ეკრანი ნოუთბუკში. ვინდოუსის მომხმარებლები დამეთანხმებიან, რომ მათი საყვარელი საოპერაციო სისტემა მაღალი გარჩევადობის პირობებში, რბილად რომ ვთქვათ, რთული მოსახმარია. ეკრანული ობიექტები გარჩევადობის ზრდასთან ერთად სულ უფრო პატარავდებიან და სულ უფრო ძნელია სარგებლობა.

ნაწილობრივ ეს მართალია, მაგრამ კვლავ გავიმეორებ, ვინოუსის შემთხვევაში.

მაგრამ რა არის საინტერესო, OS X-ში არ არის წარმოდგენილია გარჩევადობა 2880×1800-ზე. მაქსიმალური პარამეტრი გახლავთ 1920×1200, ხოლო ნაგულისხმევად აყენია 1440×900-ზე. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამ ახალ ეკრანზე, ამ გარჩევადობაზე გამოსახულება იხატება ოთხჯერ უფრო მაღალი გარჩევადობით, ხოლო შემდეგ ხდება შესბამის დონემდე მაშტაბირება. გამოსახულება არაჩვეულებრივად მკვეთრი და კონტრასტული გამოდის და სხვაობა სხვა მწარმოებლების ეკრანებთან კოლოსალურია.

სხვათაშორის, ეკრანული სურეთების გადაღებისას ვღებულობთ ნამდვილ, რეალურ გაფართოებას.

მაღალი ხარისხის ხატულები შთამბეჭდავად გამოიყურება.

ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად. ჯერ-ჯერობით იმ აპლიკაციების რიცხვი, რომლებიც სპეციალურად ოპტიმიზირებულია რეტინა ეკრანისათვის, არაა დიდი. მაგრამ ჩვეულებრივი აპლიკაციებიც კი ძალიან კარგად გამოიყურებიან, არა თუ ოპტიმიზირებული.

რეტინა ეკრანის მატრიცა კვლავაც IPS-ია, შესაბამისად ხედვის კუთხეები შესანიშნავია. ვერტიკალურად გამოსახულება ხედვის კუთხის შეცვლისას პრაქტიკულად არ იცვლება და კვლავ ხარისხიანი ჩანს, ჰორიზონტალურად — ფრიად უმნიშვნელოდ იცვლება კონტრასტი.

ეკრანი ზემოდან დაფარულია შუშით, შესბამისად ის პრიალაა, მაგრამ სხვა პრიალა ეკრანებისგან განსხვავებით, რომლებზეც დღის შუქზე ძნელია რაიმე დაინახო ხარისხიანად, ეს უკანასკნელი რაღაცნაირსდ ეშმაკურადაა გაკეთებული: ეკრანი მინიმალურად ლაპლაპებს და არეკვლა თითქმის არ ჩანს.

Power Nap

ახალ მოდელში განხორციელებულია ერთი ფრიად საინტერესო ტექნოლოგია, რომელიც ნოუთბუკს საშუალებას აძლევს ძილის რეჟიმშიც კი აწარმოოს ზოგიერთი ისეთი ოპერაცია, რასაც სხვა კომპიუტერებში ძილის რეჟიმში ვერ განახორციელებთ —დამარქაფება, ელფოსტის მიღება, კალენდრების განახლება და iCloud-იდან სხვა სახის ინფორმაციის მიღება. ფრიად მოსახერხებელია. წარმოიდგინეთ, საღამოს თქვენ ხურავთ ნოუთბუკს, ის გადადის ძილის რეჟიმში, დილით კი, როდესაც მას გამოიყვანთ ძილის რეჟიმიდან, თქვენ უკვე მოსული დაგხვდებათ ფოსტა, ახალი ამბები და ა.შ., ანუ დრო აღარ დაგეკარგებათ. მე მგონი ძალიან კარგი ფუქნციაა.

გაცხელება

ალაბათ იცით, რომ Apple-ის ნოუთბუკების კორპუსი საკმაოდ ცხელდება. პრობლემას ეს არ წამოადგენს ტექნიკური თვალსაზრისით, ტემპერატურა გათვალისწინებულია, უბრალოდ მაკზე ახლად გადასული ადამიანი შესაძლოა ცოტათი დაშინდეს და ეგონოს რომ მის მაკს რაღაც დაემართა. ნუ შეგეშეინდებათ, ყველაფერი წესრიგშია. ახალი მოდელის შემთხვევაშიც ასეა. კორპუსი ცხელდება, ოღონდ მძიმე აპლიკციების გაშვებისას. ჩვეულებრივი საქმეების კეთებისას, როგორიცაა ინტერნეტში ძრომიალი, ფოსტა, დოკუმენტები, წვედა ხუფი ოდნავ თუ ცხელია, ნოუთბუკის დადება მუხლებზეც შეგიძლიათ. მაგრამ საკმარისია გაუშვათ, მაგალითად თამაში და კორპუსი საგრძნობლად იწყებს გაცხელებას.

ხმა

ძალიან კარგად არის შესრულებული ხმის მოდული, არ ისმის არანაირი ხრინწი მუსკის დაკვრისას, მაღალი სიხშირეები გადასარევად მოდის. დაბალი სიხშირეები რათქმაუნდა საბვუფერის გარეშე ვერ იქნება იდეალური, მაგრამ ცუდი ნამდვილად არაა. თანაც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ნოუთბუკია.

ხმაური

ხმაურთან დაკავშირებით აქ ყველაფერი წესრიგშია — ნოუთბუკი პრაქტიკულად უხმაუროა. ქულერების ხმა არ ისმის, თუ არ ჩავრთეთ რაიმე თამაში, ისიც ოდნავ და დისკომფორტს არ ქმნის.

კონსტრუქციულად თუ განვიხილავთ, ორი ქულერი აყენია — ერთს შეაქვს ცივი ჰაერი კორპუსში, ხოლო მეორეს ცხელი ჰაერი გამოაქვს გარეთ.

ავტონომიური მუშაობის დრო

ახალ მოდელში გიგანტური, ექვსნაწილიანი აკუმულატორი აყენია ფრიად დიდი მოცულობის. მწარმოებელი აცხადებს, რომ ამ კომპიუტერზე მინიმუმ 7 საათი არის შესაძლებელი ავტონომიური მუშაობა.

თავიდანვე, როგორც კი ჩავრთე ნოუთბუკი, ჩემთვის ამ პარამეტრის შემოწმება იყო საინტერესო. გავთიშე კვების კაბელი და დაველოდე, სანამ კომპიუტერი გამოთვლიდა ავტონომიური მუშაობის დროს. პასუხმა ფრიად გამიცრუა იმედები. აღმოჩნდა, რომ კვების გარეშე კომპიუტერი მხოლოდ 3,5 საათი იმუშავებდა. მაგრამ მე კარგად მახსოვდა, რომ Apple-ს უკვე გამოშვებული ჰქონდა საოპერაციო სისტემის განახლება, 10.8.1 რომელის დაყენების შემდეგ უნდა გაზრდილიყო დრო. მეც დავაყენე ეს განახლება და რა მივიღე? მივიღე ავტონომიური მუშაობის დროის ზრდა თითქმის 10 საათამდე. ეს რათქმაუნდა დალოდების რეჟიმში. რეალურად მე სრულიად უპრობლემოდ შევძელი ინტერნეტში ძრომიალის რეჟიმში 8 საათი ვყოფილიყავი კვების ბლოკის გარეშე.

ვიდეოს ყურების შემთხვევაში დრომ 5 საათამდე იკლო, ხოლო თამაშებში — 3 საათამდე. არცაა გასაკვირი, რაც უფრო მაღალ დატვირთული აპლიკაცია გვაქვს გაშვებული, მით მატულობს ენერგიის მოხმარება. ნებისმიერ შემთხვევაში არცერთ კონკურენტს მიახლოებული ვარიანტებიც კი არა აქვთ.

ფასი

საქართველოში აღნიშნული ნოუთბუკის ფასი 4999 ლარია, უფრო მძლავრი მოდელისა — 5999 ლარი. ძვირია, მაგრამ მერწმუნეთ აღნიშნული კომპიუტერი სრულიად ამართლებს ამ ფასს.

დასკვნა

ნოუთბუკი არაჩვეულებრივია. საუბრები იმის შესახებ, რომ რეტინა ეკრანს არაფერი ესაქმება ტაბლეტის გარდა არასად, სრულიად მცდარია. მე ვოცნებობ, მალე დადგეს ის დრო, როდესაც ასეთი მაღალი გარჩევადობის ეკარენი ექნებათ არა მარტო ტაბლეტებს და ნოუთბუკებს, არამედ აგრეთვე iMac-ებსაც. და ეს დრო შორი არ არის რათქმაუნდა. სხვაობა რეტინა და არა-რეტინა ეკრანებს შორის კოლოსალურია. ხარისხი მართლაც რომ საგრძნობია, მითუმეტეს თუ შევადარებთ PC-მოდელებს, სადაც გარჩევადობა ჩვეულებრივ მაკ-ნოუთბუკთანაც შეასრებით უფრო დაბალია.

აპარატურული შემადგენელის მახასიათებლები სიმძლავრისა და სისწრაფის გათვალისწინებით ძალიან კარგია. ყველაფერი სწრაფად და ნარნარად მუშაობს, არასად არაფერი არ მუხრუჭდება.

კიდევ ერთი ძლიერი მომენტი — აკუმულატორი, რომელიც რეალურად ძალიან ძლიერია და კომპიუტერს საშაულებას აძლევს დიდხანს იყოს ძირითადი კვების გარეშე.

მინუსებიც არის. პირველ რიგში მონოლითური კორპუსი. თქვენ არ შეგიძლიათ გახსნათ ის და შეცვალოთ, მაგალითად. SSD-დისკი, ან გაზარდოთ ოპერარიული მეხსიერება. ყველაფერი დამაგრებულია დედა-დაფაზე ქარხნულად. წერტილი. ასეთი დონის ნოუთბუკში ჩხირკედელაობის დიდი მომხრე არ ვარ, მაგრამ მეხსიერების, ან დისკის მოცულობის გაზრდის შესაძლებლობა ნამდვილად საჭიროა რამ არის.

ასე რომ MacBook Pro Retina 2012 მე ძალიან მომეწონა. ამ ეტაპზე თქვენ ბაზაზე ვერ ნახავთ ანალოგიური პარამეტრების მქონე კონკურენტ მოდელს.

Comments

comments

Leave a Response