მაშ ასე, სულ რაღაც ორი დღეც და ჩვენ ვიხილავთ Apple-ის სპეციალურ ღონისძიებას, რომელის 12 სექტემბერს გაიმართება სან-ფრანცისკოში. როგორც ყოველთვის, ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, იმ დარბაზის ფასადზე, სადაც უნდა ჩატარდეს ახალი პროდუქტების წარმოდგენა, Apple ათავსებს უზარმაზარ ბანერს, რომელიც სხვა დანიშნულების გარდა რებუსის დანიშნულებასაც ასრულებს. არც წელს არ გაგვიცრუა Apple-მა იმედი ამ მხრივ და მორიგი რებუსი შემოგვთავაზა.
კარგად დააკვირდით ქვემოთ მოცემულ ფოტოს — მოკბეჩილი ვაშლს ფონად აქვს ვერტიკალური მრავაფეროვანი ზო��ები.
ფქსიქოდელიკური ზოლებია და ისინი შემთხვევით არაა დახატული.
ამ ზოლებში დაშიფრული გზავნილის განშიფვრა Mac Rumors-ის ფორუმზე მოხდა — ერთ-ერთმა მკითხველმა მოიფიქრა ამ ზოლების შეკუმშვა ვერტიკალური ხაზის გასწვრივ. შედეგად მრავალფეროვანი ზოლები iOS-ის სტანდარტულ ხატულებად იქცნენ — Music, Game Center, iTunes, Stocks და Safari-იც კი:
ამ აღმოჩენის შემდეგ ჭორები წაგრძელებული აიფონის შესახებ ფაქტიურად დადასტურებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
წყარო: Mac Rumors