სიახლეები

ელვა! Apple-მა გამოაცხადა თავისი სპეციალური ღონისძიების თარიღი

91views

როგორც იქნა, ვეღირსეთ: გუშინ, 4 სექტემბერს, Apple-მა ოფიციალურად დაადასტურა სექტემბრის სპეციალური ღონისძიების თარიღი და დააგზავნა მოსაწვევები სხვადასხვა გამოცემებში. ღონისძიება დაგეგმილია ოთხშაბათს, 12 სექტემბერს. მოსაწვევი ბარათი ფრიად ლაკონურადაა გაფორმებული სლოგანით „უკვე თითქმის აქ არის“, დიდრონი ზომის ციფრი თორმეტი და ჩრდილად ხუთიანი. უნდა ვივარაუდოდ, რომ ეს iPhone 5-ს ნიშნავს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე გეტყვით რომ ღონისძიება ჩატარდება სან-ფრანცისკოში, ხელოვნების ცენტრში Yerba Buena ადგილობრივი დროით დილის ათ საათზე, ხოლო თბილისის დროით იმავე დღის საღამოს ცხრა საათზე.

წყარო: Apple Insider

Comments

comments

Leave a Response