როგორც ბოლო პერიოდში ინსაიდერული წყაროებიდან მოდის ინფორმაცია, შემოდგომაზე Apple თავისი სმარტფონის ახალ ვერსიას შემოგვთავაზებს. და ამ ახალ ვერსიაში ახალი ფოსო იქნება სინქრონიზაცია/კვების კაბელისათვის.
ქსელში გამოჩნდა ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ აღბეჭდილია კაბელის ახალი ვერსია. ის ძალიან წააგავს ძველ მოდელს, ოღონდ 30-წვერიანი კონექტორის ნაცვლად შემცირებული ზომის კონექტორი უყენია.
სავარაუდოდ ახალი, 9-წვერიანი კონექტორის გამოყენება აამაღლებს iOS-მოწყობილობების გამოყენების მოსახერხებულობას და უკეთ დაიცავს მათ თხევადი გარემოს ზემოქმედებისაგან.
წყარო: theverge.com