სიახლეები

Android-ის ახალი ვირუსი 500 000 სმარტფონს ასნებოვნებს

245views

მავნე პროგრამული უზრუნველყოფის რაოდენობამ წლის დასაწყისიდან სამჯერ იმატა Android-ის პლათფორმისათვის, ამტკიცებენ სპეციალისტები. ახალი ვირუსი, რომელიც კომპანია TrustGo Mobile-მა აღმოაჩინა, ფარულად ახდენს არასანქცირებულ გადახდებს დასნებოვნებული მოწყობილობიდან.

ანტივირუსული კომპანია TrustGo-ს ექსპერტებმა მობილური აპლიკაციების ჩინურ ბაზარზე აღმოაჩინეს მავნე პროგრამა, რომელსაც შეუძლია მიიღოს წვდომა საბანკო მონაცემებზე და გადახდების ისტორიაზე და გამოიყენოს ეს ინფორმაცია მომხმარებლის ანგარიშიდან ფულის ჩამოსაჭრელად.

ვირუსი, რომელსაც მიანიჭეს კოდური დასახელება „Trojan SMSZombie“, პირველად აღმოაჩინეს 25 ივლისს. აპლიკაცია განთავსებული იყო საიტზე GFan, რომელიც ჩინეთში აპლიკაციების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიაა. დღეისათვის დასნებოვნებულია 500 ათასი მოწყობილობა.

მავნე პროგრამის ავტორები ძალიან ფრთხილები აღმოჩდნენ, არ უნდოდათ ყურადღების მიქცევა და ამიტომ თანხების მცირე ოდენობებს იპარავდნენ Android-ით აღჭურვილი ტელეფონებიდან.

წყარო: trustgo.com

Comments

comments

Leave a Response