სიახლეები

Google ჯარიმას იხდის

324views

Google გადაიხდის $22,5 მლნ-ს ჯარიმის სახით აშშ-ს ვაჭრობის კომისიის პრეტენზიის სასამართლომდე დარეგულირების ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება ბრაუზერის Safari უსაფრთხოების პარამეტრების გვერდის ავლას. ამ საქმესთან დაკავშირებით Google-ს უფლება აქვს არ აღიაროს თავისი დანაშაული.

სკანდალი მოხდა 2012 წლის თებერვალში მას შემდეგ, რაც ქსელური უსაფრთხოების ექსპერტმა ჯონათან მაიერმა აღმოაჩინა, რომ ინტერნეტ-გიგანტი აყენებდა iPhone-ზე, iPad-სა და iPod touch-ზე სპეციალური სახით დაწერილ კოდს, რომელიც გვერდს უვლიდა Safari-ს კონფიდენციალურობის პარამეტრებს.

აღნიშნული მეთოდი გამოიყენებოდა სარეკლამო ბლოკებში აწ უკვე არარსებულ Buzz-ქსელში. Google-მა განაცხადა, რომ მას არავითარი დარღვევა არ დაუშვია, არამედ იყენებდა ბრაუზერის კანონიერ ფუქნციებს. მიუხედავად ამისა FTC-მ დაავალდებულა კორპორაცია წაეშალა ის cookie-ფაილები, რომლებიც საშუალებას იძლეოდნენ თვალყური ედევნებინა მომხმარებლის აქტივობაზე.

დარღვევის არსი მდებარეობს შემდეგში: Google უგზავნიდა ბრაუზერს ყალბ ინფორმაციას, რომელიც ატყუებდა უსაფრთხოების სისტემას და ათავსებდა Mac-კომპიუტერში, iPhone-სმარტფონსა და iPad-პლანშეტში ქუქი-ფაილებს, რომლებიც განკუთვნილი იყო სარეკლამო განცხადებების სამართავად, მიუხედავად იმისა, რომ ბრაუზერში ქუქი-ფაილების გამოყენება გამორთული იყო.

აშშ-ს ფედერალური კომისიის ჯარიმა პირველი იქნება ინტერნეტ-მომხმარებელთა უფლებების დარღვევის საკითხში.

წყარო: nydailynews.com

Comments

comments

Leave a Response