სიახლეები

როგორ აკოპირებდა Samsung iPhone-ს

248views

ასეთ სიახლეს ჟურნალისტიკაში „ბომბს“ უწოდებენ, როგორც წესი. გუშინ გამოქვეყნდა დოკუმენტი Samsung-ის არქივებიდან, რომელიც პრაქტიკულად ამტკიცებს Apple-ზე ყველა თავდასხმას კორეელი მწარმოებლისაგან. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ სასამართლო საქმის ბედი უკვე გადაწყვეტილია. და ამაში უკვე ძნელია ეჭვის შეტანა.

კუპერტინოსა და კორეელი გიგანტის ჭიდილი ახალ ფაზაში შევიდა ნამდვილად სენსაციური სიახლით. პრინციპში მანამდეც რამდენიმე სენსაციური სიახლე უკვე გამოქვეყნდა, მაგრამ ეს ბოლო ნამდვილად დიდ პრობლემებს შეუქმნის Samsung-ს. 132 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი, წარმოდგენილი იქნა Apple-ის იურისტების მიერ სასამართლოზე. ეს დოკუმენტი უშუალოდ Samsung-ის ძალებით არის შექმნილი და განკუთვნილია კომპანიის ინჟინრებისა და დიზაინერებისათვის, რომლებიც სულ პირველ Galaxy-ზე მუშაობდნენ — ზუსტად იმ მოდლეზე, რომელიც ასე წააგავს iPhone-ს.

ამ დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი, თუ ინტერფეისის რომელი ელემენტი უნდა შეიცვალოს ისე, რომ ის დემსგავსოს iPhone-ის ინტერფეისს. არა, არ მოგესმათ: Samsung-ს მომზადებული ჰქონდა შპარგალკა, რომლის მიხედვითაც იპარავდა Apple-ის სმარტფონის ინტერფეისის ელემენტებს. მოდი შევადაროთ. მომრგვალებული ხატულები? Ctrl+C. ფენების ეფექტები? Ctrl+C.

Samsung აკოპირებდა iPhone-ს. და დღეიდან მას დიდი პრობლემები შეექმნება სასამართლოში.

და ღირსიც იქნება.

წყარო: 9to5

Comments

comments

Leave a Response