ჯერ, ცოტა მოთელვა. დაახლოებით 2005 წელი: Apple-ის გენერალური დირექტორი სტივ ჯობსი ხურავს 7 დუიმიანი პლანშეტის პროექტს — მისი აზრით, არჩეული ფორმ-ფაქტორი მცირეა და დიდად არ გამოდგება კომერციული პროდუქტისათვის. Apple-ის ინჟინრები იწყებენ 10 დუიმიან iPad-ზე მუშაობას.
2010 წელი: სტივ ჯობსი საჯაროდ აცხადებს 7 დუიმიანი ფორმის ტაბლეტს, როგორც ნონსენს — ის ძალიან დიდია ჯიბეში სატარებლად და ძალიან მცირე ქსელში კომფორტულად სამუშაოდ.
ისმის კითხვა, კი მაგრამ Samsung რა შუაშია?
2011 წლის იანვარი: როგორ სკოტ ფორსტოლის, Apple-ის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებიდან ჩანს, რომელიც მან წარმოთქვა Apple/Samsung-ის სასამართლო პროცესზე, ედი კიუ Apple-ის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნეტ-სერვისების საკითხებში, მცირე მოხსენებას უგზავნის კუკს, შილერსა და ფორსტოლს. აი რა ეწერა ამ წერილში: „ვიმუშავე რა Samsung Galaxy Tab-თან ცოტა ხნით, ვეთანხმები ქვემოთ მოცემულ სტატიას და დარწმუნებული ვარ, რომ 7 დუიმიანი პლანშეტების ბაზარი უკვე ყალიბდება და ჩვენთვის წარმოადგენს გარკვეულ ინტერესს. გასული წლის ნოემბრიდან მე რამდენჯერმე მოვახსენე ჩემი არგუმენტები სტივს, თანაც ბოლოჯერ საკმაოდ დაინტერესდა ჩემი მოსაზრებით“.
პრესამ ყველაფერ ზემოთქმულს ისეთი ინტერპრეტაცია გაუკეთა, რომ სულ მალე შესაძლოა ვიხილოთ 7.85 დუიმიანი iPad.
წყარო: All Things D