ორი დღის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ Apple-ის ახალი საოპერაციო სისტემა, OS X 10.8 Mountain Lion-მა მიაღწია Gold Master-ის ფაზას და შესაბამისად სულ მალე ვიხილავთ გაყიდვაში.
მასთან ერთად გამოვიდა სერვერული ვერსია და დეველპერებისათვის XCode 4.4. თანმდევ დოკუმენტაციაში არ არის მოცემული სიახლეების ჩამონათვალი. ჩვენ შევეცდებით მოვიძიოთ ჩვენი ძალებით, თუ რა სიახლეებია ამ ბოლო, წინა საფინალო ვერსიაში და შეგატყობინებთ.
წყარო: developer.apple.com