სიახლეები

Microsoft-ის კრახი

262views

და კვლავ, თარგმანში გთავაზობთ შემოკლებულ სათაურს. მთლიანად კი ასე ჟღერს: Microsoft-ის კრახი: ხელმძღვანელობის საფოსტო ყუთიდან და კანიბალისტური კულტურა, რომელმაც ბეჭებზე დასცა ტექნოლოგიური გიგანტი. ძნელია, ასეთ საინტერესო და დამაინტრიგებელ სტატიას გულგრილად ჩაუარო გვერდზე. მოდით ვნახოთ, რა ხდება რედმონდულ გიგანტში.

წინასწარ უნდა გაგფრთხილოთ, რომ ქვემოთ მოცემული თარგმანი — არა უშუალოდ სტატიაა, არამედ მისი ერთგვარი ანოტაცია (თვითონ სტატია Vanity Fair-ის აგვისტოს ნომერში გამოვიდა), თუმცა მხოლოდ ესეც კი კმარა, რათა გავეცნოთ Microsoft-ში მიმდინარე ზოგიერთ პროცესს და ინსაიდერების მოსაზრებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. სტატია იმის შესახებ, თუ თავის დროზე Microsoft-მა როგორ გაუშვა ხელიდან ტექნოლოგია „ClearType“ და რა იყო ამის მიზეზი.

აანალიზებს რა ამერიკის კორპორატიული ისტორიის ყველაზე დიდ საიდუმლოს — Microsoft-ის მიერ დაკარგულ დეკადას — სტატიის ავტორი, კურტ აიჩენვალდი (Kurt Eichenwald) პოულობს „ხელმძღვანელობის არაჩვეულებრივად ბრიყვულ გადაწყვეტილებებს“ კომპანიაში, რომელიც „შეიძლება რომ გახდეს წარმატების ხაფანგის ასახველი მასალა ბიზნეს-სკოლებისათვის“. ეყრდნობა რა ათობით ინტერვიუს და შიდა კორპორატიულ მიმოწერას — უმაღლესი ეშელონის ხელმძღვანელობის მიმოწერის ჩათვლით — აიჩენვალდი გვთავაზობს უპრეცენდენტო ხედვას Microsoft-ის შიგნით მიმდინარე ცხოვრებაზე სტივ ბალმერის ხელმძღვანელობის პერიოდში. დღეისათვის Apple-ის მხოლოდ ერთ პროდუქტს — iPhone-ს — იმდენივე შემოსავალი მოაქვს, რამდენიც Microsoft-ის ყველა ერთად აღებულ პროდუქტს.

აიჩენვალდის ინტერვიუებმა აჩვენა, რომ მართვის სისტემამ სახელად „რეიტინგების თანმიმდევრობა“ — პროგრამამ, რომელიც ავალდებულებს თითოეულ ქვეგანყოფილებას თანამშრომელთა გარკვეული პროცენტი გამოაცხადოს როგორც საუკეთესო, კარგი, საშუალო და ცუდი — კომპანიას წაართვა ინოვაციების შესაძლებლობა. „კომპანიის ყოველი მიმდინარე თანამშრომელი (და იმათაც, ვინც ადრე მუშაობდა), რომელსაც ჩამოვართვი ინტერვიუ — ყოველი — მიუთითებდა რეიტინგების თანმიმდევრობას, როგორც ყველაზე დესტრუქციულ პროცესს კომპანიის შიგნით, რის გამოც უამრავი ადამიანი წავიდა“, წერს აიჩენვალდი. „თუ თქვენ მუშაობდით 10 კაციან გუნდში, პირველსავე დღეს თქვენ იცოდით, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგი სპეციალისტი ხართ, 2 ადამიანი მიიღებს საუკეთესო შეფასებას, 7 — საშუალოს, ხოლო 1 — ცუდს“, ამბობს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი. „ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ თანამშრომლების ძირითადი აქცენტი ერთმანეთთან კონკურენცია იყო, იმის მაგივრად, რომ კონკურენცია გაგვეწია სხვა კომპანიებთან“.

როდესაც აიჩენვალდმა ბრაიან კოდის, Microsoft-ის ყოფილ დეველოპერს ჰკითხა, ემყარებოდა თუ არა მისი შეფასება სამუშაოს ხარისხზე, კოდიმ უპასუხა: „საქმე ყპველთვის იყო არა იმაში, შემეძლო თუ არა გავმხდარიყავი საუკეთესო მენეჯერი, არამედ იმაში, რომ გამეუმჯობესებინა ჩემი შესამჩნევობა სხვა მენეჯერებს შორის“. ედ მაკკინლი, რომელიც Microsoft-ში 16 წელი მუშაობდა მარკეტინგის მენეჯერად, ამბობს: „უყურებ Windows Phone-ს და გიკვირს — როგორ გამორჩა Microsoft-ს საკუთარი უპირატესობა, რომელიც მას ჰქონდა Windows CE-მოწყობილობების ხარჯზე? ისინი წლებით უსწრებდნენ ყველას. და მათ ყველაფერი დაკარგეს. მათ ყველაფერი დაკარგეს ბიუროკრატიის გამო“.

აიჩენვალდის მიხედვით, Microsoft-ს მზად ჰქონდა ელ. წიგნის პროტოტიპი ჯერ კიდევ 1998 წელს, მაგრამ როდესაც ტექნოლოგიურმა ჯგუფმა პროდუქტი წარუდგინა ბილ გეითს, მან უარი განაცხადა პროექტზე, განაცხადა რა რომ ის არ შეესაბამება Microsoft-ს. „მას არ მოეწონა სამომხმარებლო ინტერფეისი, ვინაიდან ის არ გამოიყურებოდა, როგორც Windows“, იხსენებს პროექტის მონაწილე პროგრამისტი.

„ჯგუფს, რომელიც პროექტზე მუშაობდა, წაართვეს გეითსთან ანგარიშგების შესაძლებლობა და შეუერთეს დიდ ჯგუფს, რომელიც პასუხისმგებელი იყო Office-ზე“, წერს აიჩენვალდი. „აქ უკვე მოხდა ტექნოლოგიური ქვეგანყოფილების კვალიფიკაციის შეცვლა „ახალი იდეების გენერატორიდან“ ქვეგანყოფილებამდე, რომელიც ანგარიშვალდებულია შემოსავლებსა და ზარალზე“. „მთელი ჩვენი გეგმა უნდა ჩაჩოჩებულიყო 3-4 წლით, 2003-2004 წლებიდან და პროდუქტი უნდა გამოგვეშვა 1999 წელს“, ამბობს სტივ სტოუნი, ტექნოლოგიური ჯგუფის დამფუძნებელი. „ჩვენ მეტი არ შეგვეძლო კონცენტრაცია ტექნოლოგიებზე, რომლებიც ეფექტური იქნებოდა მომხმარებლისათვის. ამის მაგივრად ჩვენ უნდა გვეცქირა პროდუქტისათვის და საკუთარი თავისათვის დაგვესვა კითხვა „როგორ შეგვიძლია ჩვენ ის გამოვიყენო, რომ ფული ვიშოვნოთ?““.

Office-ის დაპროგრამების განყოფილების ყოფილმა მენეჯრემა მოუყვა აიჩენვალდს, რომ ელ. წიგნის პროექტის სიკვდილი არ იყო უბრალოდ დაუყოვნებელი მოგების მიღების სურვილის შედეგი. რეალური პრობლემა მისი კოლეგებისათვის სენსორულ ეკრანში იყო: „Office დაიწერა კლავიატურიდან მართვის პრინციპებზე და არა სტილუსით, ან თითით“, ამბობს ის. „ამიტომ წარმოიშვა მრავალი ცრუ შეხედულება“. Microsoft-ის ტოპ-მენეჯერების განცხადებით, კომპანიის Windows-ისადმი და Office-ისადმი ლოიალურობა ხშირად მათ აკავებდა იმისაგან, რომ წამოეწყოთ რაიმე ახალი ტექნოლოგია. „Windows ღვთაება იყო — ყველაფერს უნდა ემუშავა მასთან“, ამბობს სტოუნი. „მობილური მოწყობილობების იდეები, რომელთა ინტერფეისი უფრო მარტივი იქნებოდა, ვიდრე PC-ზე, არ აღიქმებოდა როგორც მნიშვნელოვანი რამდენიმე ძლევამოსილი ადამიანისათვის და მათ შეეძლოთ მოეკლათ პროექტი“.

როდესაც MSN Messenger-ის ახალგაზრდა დეველოპერმა ყურადღება მიაქცია, რომ სტუდენტები AOL AIM-ში სტატუსებს აქვეყნებდნენ, ის მიხვდა, თუ რა აკლდა Microsoft-ის პროდუქტს. „ეს იყო Facebook-ის მიმართულების ტრენდის დასაწყისი, როდესაც ადამიანებს ჰქონდათ საშუალება გამოექვეყნებინათ საკუთარი აზრები, გონების ნაკადი. AIM-ის ძირითადი ფუნქცია იყო არა ჩეტი, არამედ შესაძებლობა ნებისმიერ დროს შეხვიდე და ნახო, თუ რას აკეთებენ შენი მეგობრები“. როდესაც მან თავის უფროსს მიუთითა, რომ Messenger-ს ეს ფუქნცია სჭირდება, უფროსმა წაუყრუა; ის ვერ ხვდებოდა, რატომ უნდათ ახალგაზრდებს რამდენიმე სიტყვის მიწერა. „ის ვერ მიხვდა ამას“, ამბობს დეველოპერი. „და ამიტომაც მან არ იცოდა, ან არ სჯეროდა იმისა, თუ როგორ იყენებდნენ ახალგაზრდები მყისიერი შეტყობინებების პროგრამას და ამიტომ ჩვენ არაფერი არ გავაკეთეთ“.

„მე ვხედავ Microsoft-ს, როგორც ტექნოლოგიურ პასუხს Sears-ზე (მაღაზიათა ქსელი აშშ-ში)“, ამბობს კურტ მასეი, ყოფილი მარკეტინგის უფროსი მენეჯერი. „40-იან, 50-იან, 60-იან წლებში Sears-მა მიზანში გაარტყა. მასზე უფრო მაგარი არაფერი იყო, ხოლო დღეს ის — უნაყოფო უდაბნოა. ასევეა Microsoft. კომპანია აღარ ითვლება მოდურად“.

„ოდესღაც ისინი თითს უქნევდნენ IBM-ს და იცინოდნენ“, ამბობს ბილ ჰილი, Microsoft-ის ყოფილი მენეჯერი. „ახლა ისინი გახდნენ ისეთივე, რაც მათ ადრე ეზიზღებოდათ“.

წყარო: vanityfair.com

Comments

comments

Leave a Response