VLC დამკვრელი რომ ძალიან კარგი აპლიკაციაა, ამას წყალი არ გაუვა. მრავალი წელია ვსარგებლობ და კმაყოფილი ვარ. ერთი პერიოდი მისი განვითარება შენელდა და დადგა იმის საშიშორება, რომ საერთოდ შეწყდებოდა. საბედნიეროდ VLC-მ განაგრძო განვითარება და ახლა ერთ კარგ ფუნქციას გვთავაზობს, კერძოდ ახალი Macbook Pro-ს Retina ეკრანის მხარდაჭერას.
შეგახსენებთ, რომ VLC-ის მეორე ვერსია ამ წლის ზამთრის დასასრულს გამოვიდა. მასში განახლებული ინტერფეისი, Apple Remote დისტანციური პულტისა და Blu-Ray დისკების მხარდაჭერა, აგრეთვე დამატებითი ჩადგმების (Plugin) გამოყენების შესაძებლობა ვიხილეთ. და მრავალი სხვა განახლება.
ამ ახალ ვერსიაზე თუ ვისაუბრებთ, პირველ რიგში უნდა გამოვყოთ Retina-ეკრანის მხარდაჭერა ახალი Macbook Pro-სათვის. იხილეთ მოცემული სურათი და რომ იტყვიან, იგრძენით განსხვავება.
მაგრამ ეს არ არის ერთადერთი სიახლე: ახლა შესაძლებელია ახალი ფაილების სრულეკრანიან რეჟიმში გახსნა, მხარდაჭერილია Growl 1.3, შესაძლებელია ვიდეოს ყურება ცალკეულ ფანჯარაში მართვის დამატებითი ფანჯრების გარეშე, განახლებულია ინტერფეისი და ამოღებულია შრიფტების კეშირება (ძალიან მიშლიდა ნერვებს).
ასე რომ, დაბეჯითებით გირჩევთ გადმოწეროთ ეს შესანიშნავი დამკვრელი და ისარგებლოთ.
წყარო: VideoLAN.org