ცნობილი ჟურნალისტი, დენი სალივანი ამხელს Microsoft Surface-ის ყველა მიმოხილვას, რომლებიც ახლა ქსელში იდება. ამ მიმოხილვების ავტორები ისე წერენ, თითქოს მართლა ესარგებლოთ პლანშეტით. დენი სალივანი ირწმუნება, რომ ეს შეუძლებელია: ის დეტალებში ყვება, თუ როგორ მოაწყო Microsoft-მა ჟურნალისტებისათვის ამ გაჯეტის პრეზენტაცია.
ჯერ ერთი, ყველას დაურიგეს ბარათები, რომლებზეც აღნიშნული იყო სპეციალურ ოთახში, სადაც წარმოდგნეილი იყო Surface, ყოფნის დრო. ჟურნალისტები პატარ-პატარა ჯგუფებად შეყავადათ და წინასწარ ეუბნებოდნენ, რომ ტაბლეტის ხელის ხლება აკრძალული იყო. მხოლოდ დაბეჯითებითი თხოვნის შემთხვევაში Microsoft-ის PR-წარმომადგენელი აძლევდა უფლებას რამდენიმე წამით შეხებოდნენ მოწყობილობას. კლავიატურა საერთოდ არ იყო პლანშეტთან მიერთებული.
სალივანი ყვება, რომ თავის რიგს ის საათზე მეტი ელოდა. ბოლო, როგორც იქნა შეუშვეს ოთახში. მისთვის ფრიად საინტერესო იყო გაეგო ეკრანის გარჩევდობა. მან გადაწყვიტა ეს საკითხი გაერკვია. ამისათვის მან ითხოვა პლანშეტის ხელში აღების უფლება. პლანშეტი მისცეს, მაგრამ როგორც კი დაიწყო ეკრანის გარჩევადობის პარამეტრის ძებნა, მომენტალურად ჩამოართვეს.
პლანშეტი კლავიატურის გარეშე აჩვენეს, ასე რომ ვერავინ ვერ შეძლოს მისი მუშაობის შემოწმება.
პ.ს. ნეტავ რას მალავს ასე Microsoft? იმას ხომ არა, რომ მისი პლანშეტი ძალიან ცუდი ხარისხისაა?
წყარო: marketingland.com