სიახლეები

OS X Mountain Lion — ახალი ფუნქციები, გამოშვების თარიღი და ფასი

271views

ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ორშაბათის WWDC 2012-ის სპეციალური ღონისძიების სიახლეების გაშუქებას ჩვენს ბლოგში. ამჯერად სცენას ვუთმობთ OS X Mountain Lion-ის მიმოხილვას. ღონისძიებაზე ამ თემის წამყვანი გახლდათ Apple-ის ვიცე-პრეზიდენტი აპლიკაციების დარგში კრეიგ ფედერიგი ( Craig Federigi).

დავიწყოთ იქედან, რომ საოპერაციო სისტემის ეს ვერსია სრულიად უცაბედად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე გამოჩნდა Apple-ის საიტზე რამდენიმე თვის წინათ. დარეგისტრირებულ დეველოპერებს ჩვეულებისამებრ დაეგზავნათ გადმოსაწერი ბმულები ქსელშიც გაჩაღდა „მთის ლომის“ აქტიური განხილვა.

პირველივე ბეტა-ვერისებში თვალის ერთი შევლებაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ მიმხვდარიყავით Apple-ის საოპერაციო სისტემების განვითარების ტრენდს — მობილური და სამაგიდე საოპერაციო სისტემების ურთიერთ შერწყმა.

ოს-ის ახალ ვერსიაში გადმოტანილი იყო რამდენიმე აპლიკაცია iOS-იდან, მაგალითად Notes, Reminders, დაიწყო ვიზუალური მხარის დაახლოვებაც. ამასობაში ბეტა-ვერსიის სამმა რელიზმა გაიარა ჩვენს ხელში.

და აი 11 ივნისს, WWDC 2012-ზე ჩვენ ვიხილეთ მომავალი საოპერაციო სისტემის ფართომასშტაბიანი პრეზენტაცია. ვიხილეთ ის სიახლეები, რომლებსაც ჩვენ 10.8 ვერსიაში მივიღებთ. გამოგიტყდებით და iOS 6-ისაგან განსხვავებით, Mountain Lion ძალიან მომეწონა. მომეწონა და ამ სტატიაში გიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებებს.

ჯერ მოდი დავიწყოთ სტატისტიკით, როგორც ეს მიღებულია Apple-ის ღონისძიებებზე. თუ ვისაუბრებთ საოპერაციო სისტემის ამჟამინდელი ვერსიის, OS X 10.7 Lion-ის შესახებ, გეტყვით რომ ის 28 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა 9 თვეში, მაშინ, როდესაც Windows 7-ს იგივე მაჩვენებლის მისასღწევად 27 თვე დასჭირდა. Apple-ის სამაგიდე კომპიუტერების მომხმარებელთა რაოდენობა მსოფლიოში 66 მილიონი ადამიანია. ახალი ვერსიის გამოშვებით კომპანია შეეცდება კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიზიდოს თავის პლათფორმაზე. ამისათვის მას რამდენიმე „კოზირი“ აქვს მომარჯვებული.

iCloud

დაინახა რა მომხმარებელთა სერიოზული ინტერესი (125 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს ამ სერვისით უკვე) თავისი „ღრუბლოვანი“ სერვისის მიმართ, Apple-მა როგორც იქნა მიიღო გადაწყვეტილება გაეფართოვებინა iCloud-ის შესაძლებლობები. „მთის ლომის“ გამოშვებასთან ერთად, iCloud-ში გაჩნდება დოკუმენტების დახარისხების მოხერხებული მექანიზმი. გაჩნდება ე.წ. Document Folders, რომელთა შორის ფაილების გადაადგლება უბრალო გადათრევით იქნება შესაძლებელი.

შეტყობინებები, შენიშვნები, შეხსენებები

Apple აშკარად გაერთო iOS-იდან ზოგიერთი აპლიკაციის OS X-ში გადმოტანით, მაგრამ ჩემი აზრით კარგი და საჭირო აპლიკაციების გადმოტანა მოხდა. სამი სტანდარტული აპლიკაცია, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ ჩვენს სმარტფონებსა თუ ტაბლეტებში, პორტირებული იქნა სამაგიდე ვერსიაში. აპლიკაცია „შეტყობინებები“ (iMesaage-ის ანალოგი) ალბათ უკვე მოსინჯეთ Lion-ში ბეტა-ვერსიის სახით. მე პირადად კამყოფილი დავრჩი, განასკუთრებით იმ მომენტით, რომ შესაძლებელია Facebook-ის ჩეტის მიერთება და აღარ არის საჭირო საიტის მუდმივად ჩართულ მდგომარეობაში დატოვება. სამაგიეროდ Notes და Reminders ახალი ხილია OS X-ისათვის და მხოლოდ 10.8 ვერსიაში გამოჩნდება. ორივე აპლიკაცია თავისი მობილური ძმების სარკისებური ასლია და აკეთებს იგივეს, რასაც iOS-ში. რათქმაუნდა, ზედმეტიას საუბარი იმაზე, რომ მოხდება მათი სინქრონიზაცია iCloud-ის მეშვეობით.

შეტყობინებების ცენტრი

ამ ფუნქციის შესახებაც ცნობილი იყო თავიდანვე. ის პოპულარული აპლიკაციის, Growl-ის მკვლელი გახდა და შეასრულებს ფრიად მნიშვნელოვან ფუქნციას, ყველა შემოსული შეტყობინების აკუმულაციას — ელფოსტის, შეტყობინებების, პროგრამული განახლებების და კალენდრის ღონისძიებების.

Power Nap

ძალიან საინტერსო ფუნქციაა, რომელიც ჯერ-ჯერობით არცერთ სხვა საოპერაციო სისტემაში არ მინახავს და Mac-ს რეალურად ძალიან ჭკვიანს გახდის. ორი სიტყვით, რა ხდება. Power Nap-ის საშუალებით თქვენი კომპიუტერი ძილის რეჟიმში პერიოდულად შეამოწმებს ელფოსტას, კონტაქტებს, კალენდარს, ფოტო-ნაკადს, iCloud-ის დოკუმენტებს, რათა მუდმივად მზად იყოს მუშაობისათვის, როგორც კი თქვენ მას ძილის რეჟიმიდან გამოიყვანთ. Mac შეძლებს ჩამოტვირთოს განახლებები ძილის რეჟიმში, მაგრამ მხოლოდ იმ დროს, როდესაც ის ელ. კვებას იღებს.

ტექსტის კარნახი

პერსონალური ასისტენტი Siri ნელ-ნელა ფეხს იკიდებს Apple-ის სხვადასხვა პროდუქტებში. სამაგიდე საოპერაციო სისტემის შემთხვევაში დატოვებულია მხოლოდ ტექსტის კარნახის შესაძებლობა. ნებისმიერ ადგილას, სადაც კი შესაძლებელია ნაბეჭდი ტექსტის შეტანა კლავიატურის საშუალებით, აგრეთვე შეძლებთ კარნახის საშუალებით იგივეს გაკეთებას. ისიც კი არის შესაძებელი, რომ სერვისმა გაიგოს და აღიქვას ტელეფონების წიგნებიდან კონტაქტების სახელები. ოღონდ მხოლოდ ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად ან იაპონურად.

ფაილების გაცვლა

ერთი პატარა ღილაკის დამატებით, რომელიც თოთქმის ყველა მნიშვნელოვან აპლიკაციაში გვხვდება, შესაძლებელი ხდება ფოტოების, ვიდეოსა და სხვა ფალების გაზიარება ელფოსტის, „შეტყობინებების“ ან AirDrop-ის საშუალებით. ორიდე დაწკაპუნება და ფოტო უკვე ატვირთულია Twitter-ში, Flickr-ში ან Facebook-ში. აი ბოლო სერვისს რაც შეეხება, მოდი ცოტა დეტალურად შევეხოთ.

Facebook

როგორც იცით, Twitter-თან ერთად Mac-ზე მჭიდრო ინტეგრაციაში შემოდის მსოფლიოში ყველაზე პოპოლარული სოციალური ქსელი Facebook. ახლა მხოლოდ ერთხელ იქნება საჭირო Facebook-ის თქვენი მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეტანა, რათა შეძლოთ ფოტოების გაზიარება, ან კომენტარების დამატება უშუალოდ იმ აპლიკაციიდან, სადაც იმ მომენტში იმყოფებით. კონტაქტებში გამოჩნდება მთლიანი ინფორმაცია „სოციალური“ მეგობრების შესახებ, ხოლო მათთან დაკავშირების მცდელობა გამოცნდება შეტყობინების ცენტრში.

Game Center

ფრიად გასახარია, რომ Mac-პლათფორმაზე სულ უფრო მეტი თამაში გამოდის. თავიდან Mac App Store-ში სათამაშოების სექცია გამოჩნდა, ახლა კიდევ iOS-ის კიდევ ერთი აპლიკაცია Game Center დაიდებს ბინას სამაგიდე ვერსიაში. მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება სხვა მოთამაშეების მიღწევების ნახვა, მათთან შეჯიბრება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მაკი გაქვთ, ხოლო მოწინააღმეგეს — iPad.

Safari და ახალი ტიპის ჩანართები

ბრაუზერი Safari კიდევ უფრო მოსახერხებელი და სწრაფი ხდება. მაგალითად, ახალ ვერსიაში გაქრება ძებნის ველი და მის ფუქნციას ითავებს მისამართების შეტანის ველი (სალამი Chrome!). თუ გაქვთ iPhone ან iPad, ძალიან მოგეწონებათ ფუნქცია iCloud Tabs, რომელიც საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ ბრაუზერის ჩანართების სინქრონიზაცია კომპიუტერს, სმარტფონსა და პლანშეტს შორის. ახალი Reading List შეინახავს არა მარტო ბმულებს, არამედ ამ ბმულებზე განთავსებულ ვებ-გვერდებს და მათი წაკითხვისათვის ინტერნეტი არ არის საჭირო.

როდის და რა ეღირება?

ახალი OS X Mountain Lion ივლისში, ანუ სულ ერთ თვეში გამოვა გაყიდვაში და მხოლოდ 19.99 დოლარი ეღირება. არანაირი DVD-დისკები, ან ფლეშები, მხოლოდ ონლაინ-მაღაზიაში შეგეძლებთ მისი ყიდვა და ჩამოტვირთვა. თუ ახალ მაკს ახლა ყიდულობთ, მაშინ განახლებას უფასოდ მიიღებთ.

ამ მიმოხილვაში მე შევეცადე მესაუბრა ძირითად და ახალ შესაძლებლობებზე, მაგრამ ეს ბოლო სტატია ნამდვილად არ იქნება ამ ციკლიდან.

დარჩით ჩვენთან!

წყარო: apple.com

Comments

comments

Leave a Response