WWDC 2012-ის სპეციალური ღონისძიების შემდეგ განახლდა აგრეთვე Apple USB SuperDrive, რომელიც ახალი Macbook Pro Retina-ს, ან Macbook Air-ების მფლობელებს დააინტერესებს.
Apple USB SuperDrive ნოუთბუკებს უკავშირდება USB-კაბელის მეშვეობით. მოწყობილობა ადვილად ეტევა სამგზავრო ჩანთაში და დიდ ადგილს არ იკავებს. Apple USB SuperDrive-ში არ არის რაიმე ექსტრაორდინალური: კომპიუტერზე პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება, CD და DVD დისკების ჩაწერა, მათ შორის ორფენოვანი DVD-დისკებისაც.
მოწყობილობის ზომებია: 139 მმ х 139 მმ х 17 მმ, წონა — 335 გრ.
წყარო: apple.com