სიახლეები

ახალი თაობის MacBook Air და MacBook Pro

262views

ახალ Macbook Pro Retina-ს გარდა, კომპანია Apple-მა ასევე განაახლა Macbook Air და Macbook Pro მოდელები. ახალი კომპიუტერები აწყობილია Intel-ის ახალი პროცესორის Ivy Bridge-ის ბაზაზე და აღჭურვილია USB 3.0 ინტერფეისით. მათი გაყიდვა ანონსის დღესვე დაიწყო აშშ-ში.

მოდით ჯერ Macbook Air-ზე ვისაუბროთ. ტრადიციულად წარმოდგენილია ოთხი მოდელი, ორი 11,6 დუიმი და ორი 13,3 დუიმი ეკრანით. 11,6 დუიმიანის საბაზო კონფიგურაცია შედგება 1.7 გჰც პროცესორისაგან, 4 გბაიტი ოპერატიული მეხსიერებისაგან და 64 გბაიტიანი SSD-დისკისაგან. უფროსი მოდელის პარამეტრები მხოლოდ SSD-დისკის მოცულობით განსხვავდება — 128 გბაიტი.

13,3 დუიმიანი მოდელის პარამეტრები შემდეგნაირია: 1.8 გჰც პროცესორი, 4 გბაიტი ოპერატიული მეხსეირება და 128, ან 256 გბაიტიანი SSD-დისკი.

ფასები:

  • 11.6-დუიმი, 1.7 გჰც, 64 გბაიტი – $999
  • 11.6-დუიმი, 1.8 გჰც, 128 გბაიტი – $1099
  • 13.3-დუიმი, 1.7 გჰც, 128 გბაიტი – $1199
  • 13.3-დუიმი, 1.8 გჰც, 256 გბაიტი – $1499

ეს რაც შეეხებოდა Macbook Air-ებს. მაგრამ Apple-მა აგრეთვე განაახლა Macbook Pro-ს მოდელები. ისინი აგრეთვე Ivy Bridge-პროცესორებზე მუშაობს. 15 დუიმიან მოდელში ოთხბირთვიანი Core i7 პროცესორია 2.7 გჰც სიხშირით (Turbo-რეჟიმში 3.7 გჰც). ის აღჭურვილია 8 გბაიტი ოპერატიული მეხსიერებით და გრაფიკული პროცესორით NVIDIA GeForce GT 650M.

ისევე, როგორც Macbook Air, Macbook Pro-მაც მიიღო USB 3.0 პორტების მხარდაჭერა.

ფასები:

  • 13.3-დუიმი, 2.5 გჰც, 500 გბაიტი – $1199
  • 13.3-დუიმი, 2.9 გჰც, 750 გბაიტი – $1499
  • 15.4-დუიმი, 2.3 გჰც, 500 გბაიტი – $1799
  • 15.4-დუიმი, 2.6 გჰც, 750 გბაიტი – $2199

წყარო: apple.com

Comments

comments

Leave a Response