სიახლეები

ახალი თაობის Macbook Pro — Retina-დისპლეით

197views

ანალიტიკოსები ხშირად ცდებიან, როდესაც ახალი პროდუქტების პროგნოზებს აკეთებენ. ძალიან ხშირად. მაგრამ ამჯერად ერთ-ერთ ანალიტიკოსს, მინ-ჩი კუოს გაუმართლა და მისი პროგნოზო გამართლდა. თუმცა გუშინდელ დღემდე ალბათ არავის ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ჩვენ ოდესმე ვიხილავდით Macbook Pro-ს Retina-დისპლეით.

მოდი დეტალურად განვიხილოთ ეს ახალი მოწყობილობა. დავიწყოთ გარეგანი სახით. შემდეგი თაობის Macbook Pro სისქით Macbook Air-ის იდენტურია — 18 მმ. სხვაობა იმაშია, რომ Air სოლისებური ფორმისაა, ხოლო Macbook Pro — თანაბარი სისქისაა ყველა ადგილას. საერთოდ ფორმით ის არაფრით განსხვავდება ტრადიციული Macbook Pro-საგან, უბრალოდ მასზე თხელია.

აპარატი დაახლოებით 2 კილოგრამს იწონის, რაც უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი Macbook Pro-ს 13 დუიმიანი მოდელის წონა. ეკრანის ზომა — 15.4 დუიმი მართლაც რომ საოცრებაა თავისი გარჩევადობის გამო — 2880×1800 წერტილზე. პიქსელების სიმჭიდროვე კვადრატულ დუიმზე — 220 ppi. ეკრანზე ეტევა 5 მილიონი პიქსელი, ოთხჯერ უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ 15 დუიმიან Macbook Pro-ზე. გარჩევადობით ეს ახალი მოდელი 27 დიუმიან iMac-საც სჯობნის. მოკლედ, კომპიუტერი 23 საუკუნიდან, არც მეტი, არც — ნაკლები.

Apple-ს არ გაუკეთებია აქცენტირება იმ ტექნოლოგიაზე, რომლის საშუალებითაც დამზადდა ეს ეკრანი, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ის კვლავ IPS-მატრიცის გამოყენებით მზადდება. ახალ მატრიცაში გაზრდილია კონტრასტულობა, გაუმჯობესებულია შავი ფერის გამოტანის ხარისხი, გაზრდილია ხედის კუთხეები (178°) და, რაც ფრიად მნიშვნელოვანია 75%-ით შემცირებულია ანარეკლი.

აგრეთვე უნდა აღინიშნოს ეკრანის ბლოკის კონსტრუქცია. სისქის შემცირების მიზნით კომპანიამ გამოიყენა იგივე მეთოდი, რაც Air-ში, მაგრამ მცირედი ცვლილებით. მატრიცა და თანმდევი ელექტრონიკა სწორედაც რომ ჩასმულია ალუმინის გარსში და არა რაიმე საკუთარ კორპუსში, ამის გარდა ეკრანი ერთიანი მოწყობილობაა შუშის დამცავ პანელთან ერთად.

განვაგრძოთ ნოუთბუკის შესწავლა. არ შეიძლება არ ავღნიშნოთ FaceTime HD კამერა, რომელსაც შეუძლია ვიდეოს ტრანსლირება 720p ფორმატში.

ახლა მოდით გადავინაცვლოთ კორპუსის ქვედა ნაწილში.

რახან ვიდეო კავშირზე დავიწყეთ საუბარი, სასარგებლო იქნება ვახსენოთ აგრეთვე ორი ჩადგმული მიკროფონი. დიახ, ახლა Macbook Pro-ში ორი მიკროფონია, თანაც ორთავე უნივერსალური. კერძოდ, ვიდეო-ჩატის დროს ერთ-ერთი მიკროფონი ხმაურის დასაძლევად გამოიყენება. ხოლო კომპიუტერისათვის ტექსტის კარნახის აფიქსირებს დამატებით აუდიო-ნაკადს ტექსტის ამოცნობის გასაადვილებლად.

აკუსტიკური სისტემაც შეიცვალა. კომპანიის განცხადებით, გამოყენებულია ახალი, უკეთესი ხარისხის და ამავდროულად უფრო თხელი სპიკერები.

კლავიატურა ტრადიციულად განათებითაა აღჭურვილი, აქ არაფერი არ შეცვლილა. ტრეკპადიც ძველია, ძალიან კარგი ხარისხის.

ახლა შევხედოთ Macbook Pro-ს მარცხენა წიბოს და იქ აღმოვაჩენთ MagSafe-ის ახალ შესაერთებელს, ის უფრო თხელია, ვიდრე წინამორბედი. აგრეთვე ამ მხარეზეა განთავსებული Thunderbolt-ის ორი პორტი. რატომ ორი? იმიტომ რომ პორტი არასოდეს არ არის ზედმეტი და სულ უფრო იზრდება იმ პერიფერიული მოწყობილობების სია, რომლებიც თავსებადია Thunderbolt-თან. აგრეთვე არ დაგავიწყდეთ, რომ ახალ Macbook Pro-ში აღარ არის წარმოდგენილი FireWire 800 და Ethernet-პორტები. სამაგიეროდ მათზე Thunderbolt-იდან გადამყვანები შემოგვთავაზა Apple-მა.

მოხდა სასწაული და Apple-მა თავის პროდუქტში დაამატა USB 3.0-ის მხარდაჭერა. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, მან აგრეთვე დაამატა HDMI-ს მხარდაჭერა, USB-პორტები კომპიუტერის სხვადასხვა წიბოებზეა გატანილი, ხოლო ქარდ-რიდერი მხარს უჭერს SDXC-ბარათებს. არაჩვეულებრივია!

ახლა გადავიდეთ Macbook Pro-ს გულ-ღვიძლზე. ნოუთბუკს საფუძველში უდევს Intel-ი უახლესი პლათფორმა Ivy Bridge ოთხბირთვიანი პროცესორი Core i7, სიხშირე 2.3 გჰც-დან 2.7 გჰც-მდე. ოპერატიული მეხსიერების მაქსიმალური ოდენობა — 16 გბაიტი, SSD-ს მოცულობა — 768 გბაიტი. კომპიუტერში მხოლოდ SSD-დისკების განთავსებაა შესაძლებელი, ანუ მასში აღარ არის მოძრავი ნაწილები (თუ არ ჩავთვლით ქულერებს). მიხვდით არა? ჰო, აღარც ოპტიკური დისკების წამკითხველია კომპიუტერში, რაც ძალიან კარგია!

გრაფიკული ქვესისტემის სახით წარმოდგენილია ორი გადაწყვეტილება: ინტეგრირებული Intel HD Graphics 4000 (60%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე წინა თაობის გრაფიკული პროცესორი) და NVIDIA GeForce GT 650M 1 გბაიტი ვიდეო-მეხსიერებით (ადვილად უმკლავდება Diablo III-ს, თანაც რეტინა-გარჩევადობაში). ვიდეო-ბარათებს შორის გადართვა ხდება ავტომატურად, დატვირთვიდან გამომდინარე. რათქმაუნდა Wi-Fi 802.11n და Bluetooth 4.0-იც არის ამ კომპიუტერში.

ახალი Macbook Pro-ს ორი სტანდარტული მოდელი შემოგვთავაზა Apple-მა. აშშ-ში მათი ფასებია 2199 და 2799 დოლარი. სხვაობა არის პროცესორის სიხშირე (2.3 და 2.6 გჰც, ოთხბირთვიანი Core i7) და SSD-ს მოცულობა (256 და 512 გბაიტი). ოპერატიული მეხსირების მოცულობა სტანდარტულად — 8 გბაიტი. შესაძლებელია მეხსიერების გაზრდა 16 გბაიტამდე ორივე მოდელში, ხოლო უფროსი მოდელისათვის ასევე ხელმისაწვდომია  768 გბაიტიანი SSD-დისკი.

აკუმულატორის სიმძლავრე შეადგენს 95 ვტ/სთ და საშუალებას გვაძლევს ავტონომიურად ვიმუშაოთ 7 საათი.

დასასრულს, რა შეგვიძლია ვთქვათ? Apple-მა შექმნა ოცნების ნოუთბუკი. ისეთი შეგრძნებაა, რომ კომპანიამ ყური დაუგდო მომხმარებლების სურვილებს, რის შემდეგაც შექმნა ყველაზე მძლავრი ნოუთბუკი, რომელშიც არის ყველაფერი: Macbook Air-ივით თხელი კორპუსი, Retina-დისპლეი, დიდი მოცულობის SSD-დისკი, 16 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება, ავტონომიურად მუშაობის დიდი დრო, მცირე წონა.

Apple კვლავ ყველას უსწრებს. და მე ეს მახარებს. იცით რატომ? მას დამსახურებულად ეკუთვნის დარგის ლიდერის წოდება და კონკურენტებისაგან განსხვავებით კოპირებით კი არ არის დაკავებული, არამედ რეალურად ინოვაციურ პროდუქტებს ქმნის!

წყარო: apple.com

Comments

comments

Leave a Response