როდესაც ვსაუბრობთ კომპანია Samsung Electronics-ზე, არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის მხოლოდ ნაწილია კომპანიათ ჯგუფისა — Samsung Group. ამ მიზეზის გამო მის ხელმძღვანელს ნიშნავს არა დირექტორთა საბჭო, არამედ ზემდგომი ხელმძღვანელობა. მათი უფლებაა შეცვალონ CEO როცა უნდათ. მაგალითად გუშინ.
ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველა შვილობილ კომპანიაში მუშაობის შემდეგ ჯი-სუნგ ჩოი ტოვებს Samsung Electronics-ის ხელმძღვანელის პოსტს და კონგლომერანტის კორპორატიული სტრატეგიის მეთაური ხდება. რაც შეეხება განთავისუფლებულ ადგილს, მას დაიკავებს ვინმე ო-ხიუნ კვონი. ფრიად საინტერესო დეტალი — დღემდე ეს პიროვნება ხელმძღვანელობდა იმ განყოფილებას, რომლიც Apple-ისათვის აწარმოებს ჩიპებს. მისი დამოკიდებულება Apple-თან ხასიათდება არც მეტი, არც ნაკლები როგორც ფრიად ნდობით განმსჭვალული.
ახლა მოდით პოლიტკორექტულობის დაცვით სტრიქონსა და სტრიქონს შორის წავიკითხოთ ამ ელვა-სიახლის რეალური შინაარსი:
„ფაქტია, რომ კორეული კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელის ძალისხმევამ, რომელიც ითვალისწინებდა ხარჯების ოპტიმიზაციასა და პროდუქტების ბაზარზე გასვლის ტემპების დაჩქარებას უფრო წარმატებული კონკურენტების დიზაინის ძირითადი ელემენტების უპარდონო დასესხებით, გამოწვია კორპორაციის ყველაზე მსხვილი პარტნიორის შეუკავებელი გაღიზიანება, რაც გამოიხატა ულტომატური წინადადების ფორმაში. წინადადება კორპორაციამ მიიღო, რის შედეგადაც აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მორიდებულ თანამდებობას დაიკავებს, რაც საბოლოო ჯამში გულისხობს მისი კომპანიიდან საერთო გაშვებას.“
წყარო: 9to5mac