სიახლეები

მაიკლ დელი: iPad ბიზნესისათვის გამოუსადეგარია

235views

კომპანია Dell-ის გენერალური დირექტორი მაიკლ დელი ცნობილია თავისი ვაი-წინასწარმეტყველებებით და ხმამაღალი განცხადებების გაკეთებით. 15 წლის წინ მან შესთავაზა Apple-ს „დაერიგებინა ფული აქციონერებისათვის და დაეხურა კომპანია“. ამჯერად ნომინაციაში „წლის ფრაზა“ გამარჯვებული გახდა Dell Australia-ს მმართველი დირექტორი ჯო კრიმი.

ჯომ განაცხადა, რომ iPad სრულიად გამოუსადეგარია საქმიანი ამოცანებისათვის, ის ზედმეტად „მბზინვარეა“. „iOS-ის პრობლემების გადაწყვეტას ბიზნესში ოთხი დღეს კი შეიძლება დასჭირდეს“, — ჯოს იმის თქმა უნდა, რომ IT-მენეჯერებმა არც კი უნდა გაიხედონ iPad-ისაკენ. რომელიც, შეგახსენებთ, რომ ლომის წილს იკავებს პლანშეტების ბაზარზე, განსაკუთრებით კორპორატიულ სექტორში. ბატონი კრიმისათვის ეს სრულიად არაფერს ნიშნავს და Financial Review-სთვის მიცემულ ინტერვიუში აგრძელებს:

რათქმაუნდა მყიდველებს მოსწონთ პლანშეტის მბზინვარე დიზაინი, მაგრამ ამ პლანშეტების კორპორატიულ სეგემნტში მხარდაჭერა ძალიან ძვირი ჯდება. თუ თქვენ მიგყავთ პრეზენტაცია და iOS-ის პროგრამული უზრუნველყოფა აირევა, შედეგები ფრიად არასასიამოვნო იქნება და ძალიან ბევრ დროს დახარჯავთ შეცდომების გასწორებაზე.

უცნაურია, მაგრამ ასეთი განცხადება კეთდება კომპანიის პირველი პირის მიერ. იქნებ ბატონ კრიმს დაავიწყდა ჩავარდნილი „მინდა პლანშეტი ვიყო“ მოწყობილობა Dell Streak? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. სხვათაშორის, Streak არ იყო ერთადერთი პლანშეტი, რომლის გაყოდვებიც ჩავარდა, გავიხენოთ სხვა მაგალითებიც — RIM-ის PlayBook და HP-ის TouchPad.

ადრე დელი უკვე დაგვპირდა, რომ პლანშეტების ბაზარზე დიდი ზარზეიმით გამოვა და პირველობას წაართმევს iPad-ს. ველით-ველით და გვეჯრა, რომ ოდესმე მდინარე მტრის გვამს აუცილებლად ჩამოატარებს.

წყარო: idownloadblog

Comments

comments

Leave a Response