სიახლეები

Apple-მა დააპატენტა MacBook Air-ის დიზაინი

202views

WWDC-ის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კუპერტინომ ნამდვილი საჩუქარი მიიღო აშშ-ს საპატენტო სამსახურისაგან: Apple-ს ოფიციალურად დაუმტკიცდა ნოუთბუკების სოლისებური დიზაინი, ანუ როგორიც აქვთ Macbook Air-ებს. როგორც ექსპერტები თვლიან, ეს საკმარისი იქნება კომპანიისათვის, რათა მორიგი ომი წამოიწყოს ერთდროულად რამდენიმე ვენდორთან.

ბოლო წლებში Apple-მა გააფორმა საკმაოდ ბევრი პატენტი, რომლებიც ასე თუ ისე ეხება მის „აერობუკებს“, თუმცა თუ კარგად შევისწავლით პატენტს ნომერი D661,296, დავინახავთ შემდეგს: ეს პატენტი გაფორმებული იმგვარად, რომ კონკურენტებს არ დარჩეთ არანაირი შანსი. საქმე ილუსტრაციებშია.

როფესაც მიდის ამა თუ იმ საკითხის გარჩევა, რომელიც ეხება დაპატენტებულ დიზაინერულ ნივთებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ რომ ილუსტრაციებს ენიჭება. სწორედ მათი შესწავლით გამოაქვს სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ დროს ილუსტრაციები ორი სახის ხაზებით უნდა იყოს შესრულებული: უწყვეტი, რომლებიც გამოყოფენ დაცულ ობიექტს და წყვეტილი, რომლითაც დეკორი ფორმდება.

ახალ პატენტში Apple-მა აქცენტი გარე ხაზებზე გააკეთა, რისი ორაზროვნად განსაზღვრება ძალიენ ძნელია.

ეს კიდევ ნიშნავს Apple-ის სარჩელებს Asus-ისადმი და HP-ისადმი, რომლებმაც ამასწინად წარმოადგინეს ნოუთბუკები, Macbook Air-ის რომ ჰგვანდნენ საოცრად.

წყარო: theverge

Comments

comments

Leave a Response