ჭორები iOS 6-ის შესახებ თანდათან მატულობს და ნერვების დაჭიმულობაც 11 ივნისისათვის მაქსიმუმს მიაღწევს. მოდი და გაარჩიე, სად სიმართლეა და სად — ტყუილი. მცდარი ინფორმაცია რათქმაუნდა უფრო მეტია.
Facebook. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ქსელთან ინტეგრაციას უკვე დიდი ხანია ველოდებით — მას შემდეგ, რაც მოხდა Twitter-ის ინტეგრაცია. გასულ კვირას ტიმ კუკმა ისაუბრა შესაძლო თანამშრომლობაზე Facebook-თან და გვირჩია თვალყური ვადევნოთ სიახლეებს… და აი ახლა უკვე TechCrunch დარწმუნებით წერს, რომ Facebook კანონიერ ადგილს დაიკავებს iOS 6-ის სისტემურ სერვისებს შორის. მცირედი კონფლიქტი Ping-ის გარშემო დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, დადგა დრო ახალი მიღწევებისა.
შესაძლოა, რომ Facebook-ის ინტეგრაციის მეთოდი განსხვავდებოდეს Twitter-ის მეთოდისაგან. 9to5Mac აცხადებს, რომ Facebook-ის სერვისები შემჩნეულია iTunes Store-ს განახლებულ აპლიკაციაში. რას ნიშანვს განახლებული? უნდა ველოდოთ დიზაინში სერიოზულ ცვლილებებს, როგორც მულტიმედია-მაღაზიაში, აგრეთვე App Store-შიც და iBookstore-შიც.
Apple-ს 2012 წელს ძალიან ბევრი სიახლე აქვს დაგეგმილი. ყველა კოზირის გახსნა, როგორც ალბათ იცით, მის სტილში არ ჯდება. ნებისმიერ შემთხვევაში 2012 წელი და განსაკუთრებით ზაფხული ძალიან ცხელი გველოდება.
წყარო: techcrunch & 9to5mac