ციფრული თავისუფლების მომხრეები თვლიან, რომ ჩარჩოები და შეზღუდვები, რომლებსაც თავს გვახვევს Apple პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელების საკითხში, არც კომპანიის სასარგებლოდ არ მოქმედებს და არც მომხმარებლებისათვის არის სასიამოვნო. ეთანხმებით ამ დასკვნას, ძვირფასო მკითხველებო? ზუსტად ის საოცარი ეკოსისტემა, რომელიც ეტალონად აღიქმება სხვა კომპანიებისათვის, მომხმარებლებს მჭიდრო ჩარჩოებში აქცევს, საიდანაც მათ გამოქცევა სურთ.
Apple არ ცდილობს გახსნას პლათფორმა
თავის პროგრამულ პროდუქტებში Apple იყენებს მრავალ ტექნოლოგიას, რომელიც ღია წყაროზეა დამყარებული. ამ დროს კომპანიის საოპერაციო სისტემები iOS და OS X ღია ნამდვილად არაა. კუპერტინოს ურჩევნია აკონტროლოს თითოეული ასპექტი, რომელიც დაკავშირებულია მობილურ და კომპიუტერულ საოპერაციო სისტემებთან. ეს არაერთვაროვანი მიდგომა კომპანიას საშალებას აძლევს შეინარჩუნოს რწმენა იმაში, რომ მომხმარებლები მიიღებენ ზუსტად იმას, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა Apple-ს ყოველგვარი ცვლილების გარეშე.
ბევრი თვლის, რომ ამ „დახურულობაში“ იმალება კორპორაციის წარმატების ფორმულა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ექსპერტი არ იზიარებს ამ საერთო ოპტიმიზს და თვლის, რომ Apple-მა დროა უკვე შეამციროს iOS-ისა და OS X-ის კონტროლი. მათი აზრით, მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილება მისცემს კომპანიას საშუალებას გადადგას ნაბიჯი ახალი წარმატებებისაკენ.
ეს სიტუაცია ყურადღებით განიხილეს ციფრული თავისუფლების მებრძოლებმა Electronic Frontier Foundation-იდან (EFF). ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მაიკა ლიმ (Micah Lee) და პიტერ ეკერსლიმ (Peter Eckersley) ამ საკითხს დიდი სტატია მიუძღვნეს, რომლიდანაც ზოგიერთი თეზისი საინტერესო შეიძლება აღმოჩდნეს მომხმარებელთა ფართო წრეებისათვის.
ბროლის iOS-სატუსაღო
ისინი თვლიან, რომ პროდუქტები, რომლებიც წარმოადგინა Apple-მა ამ ბოლო დროის განმავლობაში, ჰგვანან მშვენიერ ბროლის სატუსაღოს. განსაკუთრებით ეს ეხება კომპანიის მობილურ iOS-მოწყობილობებს. კომპანიამ პროდუქტებით სარგებლობისას უამრავი შეზღუდვა დააწესა, რომლებიც განპირობებულია საოპერაციო სისტემისა და აპარატურის თავისებურებით, აგრეთვე Apple-ის ხელშეკრულებებით კავშირგაბმულობის ოპერატორებთან და დეველოპერებთან. „ჯეილბრეიკი“ არ არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან, როგორც მინიმუმ იმიტომ, რომ ის iPhone-ს მოწყვლადს ხდის.
Apple-ის ადეპტები საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფთაც არწმუნებენ, რომ დახურული ეკოსისტემა ზუსტად ისაა, რის გამოც კომპანია უყვართ მილიონებს მთელს მსოფლიოში. EFF-ის წარმომადგენლებს დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ, თვლიან რა რომ ეს მოდელი მომხმარებელს მხოლოდ ვნებს. მაგალითად, მომხმარებელს არა აქვს საშუალება დააყენოს iPhone-სა და iPad-ზე ის, რაც მას სურს. იმისათვის, რომ აპლიკაცია მოხვდეს AppStore-ში, მან ჯერ Apple-ის მოწონება უნდა დაიმსახუროს.
სჭირდება თუ არა მომხმარებელს არჩევანი?
კრიტიკა მოვისმინეთ, მოდით ახლა შევეცადოთ გავერკვეთ მოხმარებელთა სიყვარულის მიზეზში Apple-ის ტექნიკისადმი. მომხმარებლებმა იციან შეზღუდვების შესახებ, უფრო მეტიც, მათ იც��ან ალტერნატივის შესახებ, მაგრამ ისინი გამიზნულად ირჩევენ Apple-ის პროდუქციას.
რატომ?
შესაძლოა ისინი გაურბიან ზუსტად იმ „თავისუფლებას“, რომელიც სავსეა მავნე პროგრამებითა და ვირუსებით, აგრეთვე უხარისხო აპლიკაციებით?
სინამდვილეში მომხმარებლებს ურჩევიანთ ისეთი მოწყობილობები, რომლებიც უკვე გათვლილია და გათვლილია კარგად. სინამდვილეში მომხმარებელს არ სჭირდება „ფართო არჩევანი“, მას სჭირდება მოწყობილობა, რომელიც პასუხობს მის აქტუალურ მოთხოვნებს უკვე დღეს და არ საჭიროებს ხანგძლივ „მორგებას“, რომელსაც ხშირად პროფესიული ცოდნა და უნარები სჭირდება.
მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ Apple არ ცდილობს შემოგვთავაზოს მაქსიმალურად ფართო ასორტიმენტი. დროის ყოველი პერიოდისათვის არსებობს iPhone-ის ერთი მოდელი. iPad-ისთვისაც მხოლოდ ერთი მოდელი არსებობს, თუ არ ჩავთლით ძველ ვერსიებს უფრო დაბალ ფასად. მოწყობილობები განსხვავდება მეხსიერების მოცულობით და უსადენო ქსელების მხარდაჭერით. თითქოსდა, ბაზარზე უამრავი ალტერნატიული მოწყობილობაა, მაგრამ მომხმარებლები მაინც Apple-ის პროდუქციას ირჩევენ.
იქნებ იმიტომ, რომ კუპერტინოში გაისარჯნენ და მომხმარებლის მაგივრად უკვე იფიქრეს? ანუ თქვენს მაგივრადაც, ძვირფასო მკითხველებო.