Samsung კვლავ ამხილეს პლაგიატში. ახალი კომპიუტერი, რომლიც კორეულმა გიგანტმა Google-თან ერთად შექმნა და რომელიც საძიებო გიგანტის საოპერაციო სისტემაზე, Chrome OS-ზე მუშაობს, ორი წვეთი წყალივით ჰგავს Apple Mac mini-ს. არ გჯერათ? აბა მაშინ იხილეთ სურათები:
Chromebox მუშაობს საოპერაციო სისტემა Google ChromeOS-ის მართვის ქვეშ. კომპიუტერი აღჭურვილი ექვსი USB-პორტით (ორი წინ, ოთხი — უკან), ორი Display Port ++-ით (თავსებადია HDMI, DVI, VGA პორტებთან), 4 გბაიტი ოპერატიული მეხსიერებით და პროცესორით Intel Core (Celeron 1.9 Ghz). მყარი დისკი არა აქვს, მხოლოდ მცირე ზომის SSD-დისკი, 16 გბაიტი მოცულობის. მოწყობილობას აგრეთვე არ მოყვება მონიტორი, კლავიატურა და მაუსი, ღირს 329 აშშ დოლარი და ძალიან ჰგავს Mac mini-ს:
პირველი შემთხვევა არაა, როდესაც Samsung ეხვევა კრიტიკის ქარ-ცეცხლში დიზაინის ქურდობის გამო. ადრე კორეული კომპანია მხილებული იქნა აგრეთვე iPod touch-ის კოპირებაში:
Smart Cover-ის კოპირებაშიც:
წყარო: cultofmac.com