მოემზადეთ, ძვირფასო მეგობრებო, ცოტა ხანში ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწევს ჩვენი სიმ-ბარათების მაკრატლით მოჭრა და დაპატარავება. ოღონდ ამჯერად ეს კიდევ უფრო სარისკო იქნება, ვინაიდან მოგვიწევს მიკროსქემასთან ძალიან ახლოს მუშაობა. დიახ, დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა ომი ახალი, nano-SIM ფორმატის გარშემო. ერთ მხარეზე იყვნენ Apple და ევროპული ოპერატორები, ხოლო მეორეზე — Nokia, RIM და Motorola. გამარჯვებული… უცნობია.
მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ გამარჯვებული გამოვლენილია, ევროპულმა ინსტიტუტმა ტელეკომუნიკაციების სფეროში (ETSI) დაამტკიცა სტანდარტი. პასუხი კითხვაზე, თუ ვინ გაიმარჯვა, არ გვაქვს, ვინაიდან გამოქვეყნებულ მასალებში ახალი სიმ-ბარათი ძალიან ჰგავს ორივე ვარიანტს. თავიდან ისინი ძალიან განსხვავდებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ ზომები ერთნაირი გახდა. ისმის კითხვა, ბარემ ორივე ჩამოართვან ხელი ერთმანეთს და მშვიდობიანად დაიშალონ, არა? საქმე იმაშია, რომ Nokia და RIM ხმას აძლევდნენ მცირე ზომის ჭრილს სიმის გვერდითა ნაწილში:
ის საშუალებას მოგვცემდა უარი გვეთქვა სიმის ჩასადებ ლანგარზე ზამბარიანი მექანიზმის სასარგებლოდ, მაგრამ Apple-ს ეს იდეა არ მოეწონა. თუ რატომ — უცნობია.
ახალი nano-SIM 40%-ით მცირე, ვიდრე micro-SIM. მისი ზომებია — 12,3х8,8х0,67 მმ. ჰო, საკონტაქტო ველები ზუსტად ძველებურადაა განთავსებული, შესაბამისად თავსებადია ყველა ფორმატთან.
წყარო: verge