სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა WWDC 2012-ის განრიგი

204views

ის იღბლიანებისათვის, ვინც გამოცხადებიდან ზუსტად 2 საათში 1599 დოლარად შეიძინა WWDC 2012 დასასწრები ბილეთები, კარგი დრო დადგა. საზაფხულო ღონისძიების დაწყებამდე ორი კვირით ადრე Apple-მა გამოაქვეყნა ხუთდღიანი სეესიების განრიგი და ამასთან ერთად App Store-ში დაამატა ერთი პატარა აპლიკაცია.

უფასო აპლიკაციის, WWDC 2012 გადმოწერა შესაძლებელია ამ ბმულიდან [iTunes link], მაგრამ იმისათვის, რომ ისარგებლოთ, უნდა გქონდეთ Apple-ის დეველოპერის ანგარიში. აპლიკაციაში მოცემულია კონფერენციის განრიგი და ყველა საჭირო ინფორმაცია.

რაც შეეხება სასტარტო პრეზენტაციას, რომელიც ადრე სტივ ჯობს მიყავდა, ხოლო ახლა მას ტიმ კუკი წაიყვანს, დაიწყება 11 ივნისს, თბილისის დროით ზუსტად 21 საათზე.

წყარო: apple.com

Comments

comments

Leave a Response