სტივ ვოზნიაკს, Apple-ის თანადამფუძნებელს სურს თავისი პირმშოს სიახლეების ხილვა — ღია არქიტექტურა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს გააფართოვოს პლათფრომის შესაძლებლობები და დაამატოს საკუთარი პროდუქტები.
როგორც ცნობილია, დახურული არქიტექტურა დისკუსიის თემაა უკვე რამდენიმე ათწლეული. ვოზნიაკი ემხრობა პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლის მხრიდან მორგების საკითხს. ამას ის 80-იანი წლებიდან აკეთებს.
სიდნეიში გამართულ IT-ღონისიებაზე სტივმა განაცხადა, რომ Apple-ს შეუძლია გახსნას არქიტექტურა პროდუქციის მთლიანი ასორტიმენტისათვის — ტელეფონებისათვის, პლანშეტებისათვის, კომპიუტერებისათვის.
Apple-ის წინააღმდეგობა ამ საკითხში დღემდე სისტემის დაჰაკვამდე მივყავართ მათგან, ვისაც რაიმეს შეცვლა სურს სისტემაში. Apple ჯერ კიდევ ძალიან დახურული სისტემაა.
კომპანიის ამ საკითხისადმი მიდგომა ყოველთვის განსხვავდებოდა სტივ ვოზნიაკის შეხედულებისაგან. კერძოდ ჯერ კიდევ Apple II-ის შემთხვევაში გაფართოების 8 სლოტის არსებობა, მხოლოდ ვოზნიაკის დამსახურებაა.
სტივ ჯობსს მხოლოდ ორი სლოტის დაყენება სურდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი რაც სჭირდება ადამიანს — პრინტერი და მოდემია.
ვოზნიაკმა აგრეთვე აღნიშნა, რომ პლათფორმის გახსნილობამ უარყოფითად არ უნდა იმოქმედოს მის ხარისხზე.
წყარო: itnews.com.au