თუ Apple-ის ამჟამინდელმა გენდირმა, ტიმ კუკმა მოახერხა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიტულის მოხვეჭა ახალ სამუშაო ადგილზე ექცსი თვის მუშაობის შემდეგ, იგივეს ვერ ვიტყვით Microsoft-ის ხელმძღვანელზე, სტივ ბალმერზე. მეტიც, ამ უკანასკნელმა უარესთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა. თუ როგორ და რატომ, ამის შესახებ ქვემოთ მოგითხრობთ.
მართალია ის მილიარდელთა შორის მე-19 ადგილზეა Forbes-ის მიხედვით, მისტერ ბალმერს არ უნდა ანდონ სამუშაო ადგილებისა და ინვესტორთა ფულის მართვა. ჯობია ის გადადგეს და სიამოვნება მიიღოს თავისი ქონებით.
როგორც წესი დელიკატური და პოლიტორექტული Forbes ამჯერად გულუხვი აღმოჩნდა ნეგატიურ გამოხმაურებაზე. გამომცემლობა სტივ ბალმერს ყველაზე ცუდ CEO-დ თვლის უმსხვილესი კომპანიების მმართველთა შორის.
2007 წლის iPhone-ის პრეზენტაციისას ბალმერი და Microsoft-ის სხვა ხელმძღვანელები ვერ გრძნობდნენ საფრთხეს. აბა დღეს შეხედეთ, ვინ არის ლიდერი ამ სფეროში. ბალმერის „წარმატებებმა“ ასევე გაიჟღერა Windows Vista წარმოდგენისას, რომელიც უამრავი შეცდომით იყო სავსე, რამაც OS X Leopard-ს საშუალება მისცა მაკები პოპულარობის ამჟამინდელ სიმაღლეზე გაეყვანა.
საერთოდ Forbes-ის ამ სტატიის პაწია ნაკუწებად დაშლა შეიძლება და მისტერ ბალმერის ტავზე წამოტყაპუნება პრაქტიკულად ყველაფრის გამო. თუმცა ჩვენ ამ სასიამოვნო საქმეს პწარბილის ორთოდოქსალურ მოძულეებს დავუტოვებთ ჩაროზად. რათქმაუნდა, კვამლი ცეცხლის გარეშე არ ჩნდება: Microsoft-მა ხელიდან გაუშვა მუსიკალური და მობილური ბაზრები, რაზეც მეტყველებენ Zune-ის შარშანდელი პანაშვიდები და Windows Phone-ის მიზერული წილი ბაზარზე. პერსქპეტივები წელს გამოჩნდება, Windows 8-ის გამოშვების შემდეგ. ამ სისტემის პოპულარობა განსაზღვრავს ბატონი ბალმერის სარეიტინგო ქულას მომავალ წელს.
წყარო: 9to5