Apple-ის მხრიდან ხანგძლივი დეველოპინგისა და ტესტირების შემდეგ გამოვიდა განახლებები საოპერაციო სისტემის OS X Lion-ის 10.7.4, Safari 5.1.7, უსაფრთხოების განახლებები Snow Leopard-ისა და Snow Leopard Server-ისათვის, აგრეთვე Remote Desktop-ის კლიენტის ახალი ვერსია. ამ განახლებების ჩამოტვირთვა შესაძლებელია სისტემური ხელსაწყოს Software Update-ის, ან კონკრეტული ბმულების მეშვეობით.
თანახმად ოფიციალური შენიშვნებისა, OS X 10.7.4 განახლება რეკომედებულია Lion-ის ყველა მომხმარებლისათვის და შეიცავს საოპერაციო სისტემის ზოგად განახლებას, რომელიც ამაღლებს სისტემის სტაბილურად მუშაობის დონეს, აგრეთვე უსაფრთხოებას. სიახლეებს შორის ხაზგასმულია შემდეგი:
- გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც თოლია „ყოველთვის გაიხსნას ფანჯრები სისტემაში ხელახლა შესვლისას“ ყოველთვის რჩებოდა ჩართული, მიუხედავად მომხმარებლის არჩევანისა;
- გაუმჯობესებულია თავსებადობა მესამე მწარმოებლების ზოგიერთ USB-კლავიატურასთან;
- გასწორებულია პრობლემები უფლებებთან (Permissions) დაკავშირებით, რომლებიც წარმოიშვებოდა ინსპექტორის Get Info გამოყენებისას;
- გაუმჯობესებულია PPPoE კავშირის ინტერნეტ-გაზიარება;
- გაუმჯობესებულია პროქსის ავტომატური დაკონფიგურირება;
- გადაწყვეტილია პრობლემა, რომელიც ხელს უშლიდა ფაილების სერვერზე შენახვას;
- გაძლიერებულია ფაილების დაკოპირების საიმედოობა SMB-სერვერებზე;
- გამჯობესებულია SMB-ბეჭდვის რიგის მუშაობა;
- მომატებულია WebDAV სერვერთან მიერთებისას წარმადობა;
- ჩართულია NIS-ჩანაწერში ავტომატური შესვლა;
- დამატებულია ზოგიერთი ციფრული კამერის RAW-გამოსახულებების მხარდაჭერა;
- გაძლიერებულია Active Directory-ს ანგარიშების მუშაობის საიმედოობა.
შეგიძიათ აღნიშნული განახლება გადმოწეროთ ქვემოთ მოცემული ბმულებითაც:
- OS X Lion 10.7.4 (692.68 მბაიტი);
- OS X Lion 10.7.4 (Combo) (1.4 გბაიტი);
- OS X Lion Server 10.7.4 Server (738.71 მბაიტი);
- OS X Lion Server 10.7.4 (Combo) (1.49 გბაიტი);
Snow Leopard-ის მომხმარებლებისათვის კომპანიამ აგრეთვე გამოუშვა განახლება Security Update 2012-002:
- Security Update 2012-002 (Snow Leopard) (238.73 მბაიტი)
- Security Update 2012-001 (Snow Leopard Server) (258.11 მბაიტი)
ასევე გამოვიდა ბრაუზერის Safari განახლება, 5.1.7, რომელიც შეიცავს პროგრამის წარმადობის გაუმჯობესების, სტაბილურობის, თავსებადობისა და უსაფრთხოების განახლებებს:
- გაუმჯობესებულია Safari-ს გამოხმაურება სისტემაში მეხსიერების არყოფნისას;
- გასწორებულია შეცდომა, რომლის გამოც ვებ-გვერდი არ პასუხობდა მომხმარებლის მოქმედებებს ჟესტის „Pinch to Zoom“ შემდეგ;
- გასწორებულია შეცდომა, რომელიც მოქმედებდა იმ ვებ-გვერდების მუშაობაზე, რომლებიც იყენებენ ვებ-ფორმებს მომხმარებლის ავთენტიფიკაციისათვის;
- მაგრამ მთავარი განახლება გახდა Flash-პლეერის მოძველებული ვერსიის ავტომატური განახლება.
და ბოლოს ხელმისაწვდომი გახდა Remote Desktop 3.5.3 (3.80 მბაიტი) და Server Admin Tools 10.7.4 (212.4 მბაიტი), რომლებშიც გასწორებულია თავსებადობის პრობლემები.
წყარო: apple.com