სიახლეები

გამოვიდა iOS-ის ახალი ვერსია 5.1.1

165views

როგორც ყოველთვის Apple სურპრიზად, ან ასე ვთქვათ მოულოდნელად გამოიტანს ხოლმე განახლებას თავის სერვერებზე. ახლაც ასე მოხდა. ყოველგვარი წინასწარი გამოცხადების გარეშე მივიღეთ iOS-ის განახლება ნომერი 5.5.1. მოდი ვნახოთ, თუ რა სიახლეებია მასში.

  • ფოტოგრაფირებისას HDR-პარამეტრის გამოყენების საიმედოობის გაზრდა;
  • შეცდომების გასწორება, რომლებიც ხელს უშლიდნენ ახალ iPad-ში 2G და 3G ქსელებს შორის გადართვას;
  • შეცდომების გასწორება, რომლებიც ხელს უშლიდნენ AirPlay-თი ვიდეოს გაშვებას;
  • მობილურ Safari-ში ჩანართებისა და კითხვის სიის სინქრონიზაციის საიმედოობის გაზრდა;
  • შეცდომის გასწორება, რომელიც იწვევდა შეცდომის შეტყობინების გამოტანას „ვერ მოხერხდა ყიდვა“, მაშინ როდესაც ყიდვა წარმატებით იყო განხორციელებული.

ჯეილის, ანლოკისა და თანმდევი ცეკვების მოყვარულებს ვაფრთხილებთ, რომ არ განაახლონ თავინათი ტელეფონები!

თუ ვერ მოახერხეთ iTunes-ით, ან უშუალოდ ტელეფონით განახლების გადმოწერა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ქვემოთ მოცემული ბმულებით განახლების ფაილის პირდაპირ გადმოწერისათვის:

წყარო: apple.com

Comments

comments

Leave a Response