სიახლეები

Flashback ძარცვავს Google-ს

409views

ტროას ცხენი, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ 600 000 მაკი დააინფიცირა, ისეთი უწყინარი არ აღმოჩნდა, როგორც გვეგონა. კვლავ Symantec ჩაერია საქმეში და გვამცნო, რომ აღნიშნული ტროას ცხენი Google-ს ყოველდღიურად 10 000 დოლარს ჰპარავს.

მავნე პროგრამა უტევს ბრაუზერებს Chrome, Safari ან Firefox-ს და გადაყავს მომხმარებელი სპეციალურ საიტზე იმგვარად, რომ გამოდის რეკლამაზე დაწკაპუნება. ყოველი ასეთი გადასვლა გამოიმუშავებს 8 ცენტს, რაც დღეში 10 000 დოლარს გვაძლევს.

ასეთი მაქინაციების შედეგად Google ვერ ღებულობს სასურველ სარეკლამო გადასვლას და კარგავს თანხას. ხოლო Flashback-ის ბანდა ფულს შოულობს.
 Symantec-ის სპეციალისტი

მართალია Apple ებრძვის ამ ჰაკერულ შემოტევას Java-ს განახლებით OS X-ში, ტროას ცხენის სრულიად განდევნა ჯერ ბოლომდე ვერ მოხერხდა. ქსელში კვლავაც არის რამდენიმე ათასი დაინფიცირებული მაკი.

Google ჯერ-ჯერობით არ იძლევა რაიმე კომენტარს აღნიშნული ფაქტის შესახებ.

წყარო: new

Comments

comments

Leave a Response