სიახლეები

Samsung-მა საპროტესტო აქცია მოაწყო ავსტრალიურ Apple Store-თან

273views

ბოლო ხანებში Samsung-ს სულ უფრო მეტად უყვარდება Apple-ის ტროლინგი, მაგრამ ახლა ის უფრო აქტიურ ქმედებებზე გადავიდა. სამხრეთ კორეულმა გიგანტმა რამდენიმე ავტობუსით დემონსტრანტები მიიყვანა სიდნეის Apple Store-თან. რის შემდეგაც დემონსტარნტებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს, მათ ხელში პლაკატები ეჭირათ წარწერით „WAKE UP“ (გაიღვიძეთ).

ტრანსპარანტებზე არ მოიხსენიება კომპანია Samsung-ის სახელი, მაგრამ ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ ეს კორეული კომპანიის ფლეშმობია. აღსანიშნავია ის, რომ ეს წარწერა „WAKE UP“ გამოტანილია Samsung-ის ავსტრალიურ საიტზეც და მის ქვემოთ დროის უკუ ათვლა მიმდინარეობს ახალი Samsung Galaxy S III-ის გაყიდვაში გამოსვლამდე. შეგახსენებთ, რომ ის 3 მაისს იქნება წარმოდგენილი.

Samsung პირველად არ დგამს ასეთ სარეკლამო ნაბიჯს, ვინაიდან Apple მისი ძირითადი კონკურენტია.

წყარო: cultofmac.com

Comments

comments

Leave a Response