სიახლეები

WWDC 2012

230views

გუშინ Apple-მა გამოაცხადა, რომ დეველოპერების ყოველწლიური კონფერენცია WWDC ჩატარდება 11-იდან 15 ივნისის ჩათვლით მოსკოუნ ვესტში, სან-ფრანცისკო და დაიწყო ბილეთების გაყიდვა. Apple დაგვპირდა, რომ წელს WWDC-ზე ნაჩვენები იქნება iOS-ისა და OS X-ის მომავალი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს შევქმნათ არაჩვეულებრივი აპლიკაციები. ხუთდღიან კონფერენციაზე ასზე მეტი შეხვედრა და ღონისძიება ჩატარდება.

„წელს დაგეგმილი გვაქვს ძალიან საინტერესო კონფერენცია და ვერ ვითმენთ, ისე გვინდა გავუზიაროთ დეველოპერებს სიახლეები iOS-ისა და OS X-ის შესახებ“, — განაცხადა ფილ შილერმა.

კონფერენციაზე აგრეთვე ჩატარდება Apple Design Awards-ის დაჯილდოების ცერემონია.

WWDC 2012 შესაძლებლობას მისცემს დეველოპერებს გაეცნონ iOS-ისა და OS X-ის უახლეს ინოვაციებს, თავისებურებებსა და შესაძლებლობებს.

ღონისძიების ანონსს სენსაციის გარეშე წელსაც არ ჩაუვლია. ბილეთების გაყიდვა გამოცხადებიდან ორ საათში დასრულდა და ყველა ბილეთი გაიყიდა დაუყოვნებლივ. ამაზე მეტყველებს კონფერენციის საიტზე გამოქვეყნებული ბანერი:

1599 დოლარის ღირებულების 5000 ბილეთი ლიმიტირებულად იყიდებოდა — ერთ კაცზე ერთი ბილეთი, ან კომპანიაზე ხუთი ბილეთი, თუმცა წელს გაყიდვებში რეკორდი დაფისირდა. შარშან იგივე რაოდენობის ბულეთების გასაყიდად 10 საათი გახდა საჭირო.

წყარო: WWDC

Comments

comments

Leave a Response