ჩვენ გთავაზობთ Samsung Mobile-ის დიზაინის დარგში ვიცე-პრეზიდენტის, ლი მინჰიოკის რამდენიმე ციტატას. სანამ ამ ციტატებს კითხულობთ, დრო და დრო შეხედეთ ზემოთ მოცემულ სურათს. რომ იტყვიან, იპოვნეთ თუნდაც ერთი განსხვავება.
ქვემოთ მოცემული არგუმენტები მინჰიოკმა გამოთქვა მოკლე ინტერვიუში Chicago Tribune-ისათვის:
მე შევქმენი ათასობით ესკიზი და ასობით პროტოტიპი. გამოდის, ამდენ ხანს მოჩვენებითი იყო ჩემი სამუშაო, ვითომდა დიზაინს ვქმნიდი?
როგორც დიზაინერისათვის, ჩემთვის ეს ღირსების საკითხია. [Galaxy] თავიდანვე ორიგინალურია და ეს ჩემი დამსახურებაა. ეს სრულიად განსხვავებული პროდუქტია.
Samsung-ის მობილური განყოფილების მთავარი დიზაინერი აღიარებს, რომ ჯონათან აივამდე მას ჯერ კიდევ ბევრი უკლია:
მე, შესაძლოა ჯერ ვერ მივაღწიე აივის დონეს, მაგრამ მე მწამს, რომ Samsung ოდესმე გამოუშვებს ასეთივე საკულტო პროდუქტებს. იმისათვის, რომ ახალი პროდუქტი ჰიტი გახდეს, მახოლოდ ძალისხმევა საკმარისი არ არის. ძალისხმევა უნდა იყოს დროული, ხოლო ტექნოლოგიებმა უნდა უზრუნველყონ დიზაინი.
წყარო: theverge.com