პლანშეტი Retina-დისპლეით მშვენიერია. სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ზაფხულს აღსრულდეს ჩვენი მეორე ოცნებაც — Macbook Air, ან Pro ასეთივე ეკრანით. ამის შესახებ მინიშნებები აღმოჩენილი იქნა OS X 10.8 Mountain Lion-ის ბეტა-ვერსიაში.
კერძოდ, ArsTechnica-ს ერთ-ერთმა წყარომ, რომელსაც OS X 10.8-ის ბოლო ბეტა-ვერსიასთან აქვს წვდომა, მოუ��ვა ინტერფეისის ძალიან ბევრ, ე.წ. 2x გრაფიკულ ელემენტზე. ესენია ხატულები, ღილაკები და სხვა ელემენტები, რომლებსაც ორკერ მეტი გარჩევადობა აქვთ ორიგინალთან შედარებით.
ადრეც შეიძლებოდა ამ ელემენტების კვალის აღმოჩენა ოს-ის ადრეულ ვერსიაში, ლომში, მაგრამ ძალიან მწირი ინფორმაციის გამო სათუო იყო რაიმეს მტკიცება. ახლა უკვე იმდენი მინიშნება არის, რომ ძებნაც არ გჭირდება. ერთ-ერთი მაგალითი მოყვანილია ქვემოთ მოცემულ სურათზე — Messages ხატულა ვერ ჩაეტია დიალოგურ სარკმელში, ვინაიდან ძალიან დიდია, ოთხჯერ უფრო დიდი, ვიდრე ჩვეულებრივი ხატულა:
OS X 10.8-ის ბაზარზე გამოშვება ამ ზაფხულისათვის არის დაგეგმილი, რაც იმაზეც მიუთითებს, რომ ამ ზაფხულს ახალ ნოუთბუკებს უნდა ველოდოთ.
წყარო: arstechnica.com