22 მარტს კომპანიამ Rovio გამოუშვა საკულტო თამაშის გაგრძელება — Angry Birds Space. ალბათ უკვე მოასწარით ჩვენს ბლოგში ამ თამაშის მიმოხილვის წაკითხვა. დღეს კომპანიამ თავის Twitter-ში დაწერა, რომ სამ დღეში ჩამოტვირთვების რაოდენობამ 10 მილიონს მიაღწია.
თუმცა არ არის ცნობილი, თუ რომელი სამი დღის განმავლობაში მოხდა ეს (სავარაუდოდ, პირველი სამი დღის განმავლობაში) და რა პლათფორმები არის გათვალიწინებული დაანგარიშებისას. როგორც იცით, ეს თამაში ხელმისწვადომია iOS, Android, Mac და PC პლათფორმებზე.
მიუხედავად ყველაფრისა, კომპანია Rovio-მ, რომელიც ცნობილია, როგორც მწვანე გოჭებზე მონადირე, კვლავ მიაღწია არანახულ წარმატებას და ეჭვი არ არის, Angry Birds-ის სერია კიდევ დიდი ხანი იქნება პოპულარული. უნდა აღინიშნოს, რომ დღიდან გამოშვებისა 2009 წელს, ამ თამაშის სხვადასხვა ვარიაციის 500 მილიონი ეგზეპლარი იქნა ჩამოტვირთული.
წყარო: tuaw.com