Apple-ის ერთ-ერთი პარტნიორის შარშანდელი ფიასკო საკუთარ თავზე იგრძნო iPad 2-ის ყოველმა მეორე მყიდველმა. კომპანია LG-ის ქვეგანყოფილებამ, LG Display-მ ვერ შეძლო კომპონენტების სათანადო ხარისხის კონტროლი და წუნდებული ეგზემპლარების დროულად ამოღება. შედეგად რამდენიმე მილიონი ადამიანი იძლებული იყო შეგუებოდა ეკრანზე ლაქებს და გადაშუქებულ ადგილებს. შედეგად კუპერტინოში მიიღეს სათანადო დასკვნები და მიაფურთხეს დივერსიფიკაციის სტრატეგიას პროდუქტის ხრისხის გულისათვის.
თუ შარშან ეკრანების წარმოებაში ორი სხვადასხვა კომპანია იყო დასაქმებული, ახლა მათი რაოდენობა ერთ კომპანიამდე დავიდა. ჯერ შესაძლო მწარმოებელთა სიიდან გაქრა Sharp, რომლმაც ვერ უზრუნველყო IGZO-ტექნოლოგიის სათანადოდ დახვეწა. შემდეგ სიას გამოაკლდა LG. შედეგად Apple-ს აღარაფერი დარჩა გარდა იმისა, რომ პლანშეტის უმნიშვნელოვანესი დეტალის წარმოება შეეკევთა Samsung-ისათვის.
მხოლოდ ამ კომპანიამ შეძლოს ხარისხის მრავალბიჯიანი შემოწმების გავლა.
წყარო: ap