სიახლეები

ახალი iPad-ის სარეკორდო შეკვეთები

193views

კვირაზე ოდნავ მეტი ხანი გავიდა ახალი iPad-ის პრეზენტაციიდან და რიგები უკვე დადგა მაღაზიების წინ. მაიკლ ვოლკლმა, Canaccord Genuity-ს ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ ახალი iPad-ის გიგანტური შეკვეთები დაკმაყოფილდება მხოლოდ ორი-სამი კვირის შემდეგ.

ახალი iPad-ის ტექნიკური პარამეტრების გათვალიწინებით iOS-ის აპლიკაციებთან ერთად, ჩვენ ველოდებით რომ Apple გააგრძელებს ბაზარზე დომინირებას. ახალმა iPad-მა კიდევ ერთხელ აწია თამასა კონკურენტებთან მიმართებაში. მათ კვლავ მოუწევთ ლიდერის დაწევა, ტრადიციულად.

– მაიკლ ვოლკლი, Canaccord Genuity-ს ანალიტიკოსი

ანალიტიკოსის განცხადებით, გაუმჯობესებული აპარატურული სპეციფიკაცია და შესანიშნავი ეკოსისტემა ხელმისაწვდომ ფასებთან ერთად, ახალ iPad-ს განუმეორებელს ხდის.

წინასწარი შეკვეთების რაოდენობა ვოლკლის არ დაუზუსტებია, ვინაიდან ეს დახურული ინფორმაცია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გასულ წლებს, ინფორმაცის მივიღებთ გაყიდვების დაწყების შემდეგ.

ეს უკვე ხვალ მოხდება.

წყარო: eic

Comments

comments

Leave a Response