მართალია ცნობილია, რომ რაც უფრო სწრაფია JavaScript, მით მეტია ხვრელი სისტემაში, Apple მაინც უმატებს და უმატებს ამ ტიპის კოდის შესრულების სისწრაფეს ბრაუზერებში. ვერსია 5.1.4 კიდევ უფრო სწრაფი უნდა იყოს, ვიდრე წინამორბედები. ცვლილებების სია როგორც ყოველთვის გრძელია, მოდი მივყვეთ რიგ-რიგობით:
- JavaScript-ის წარმადობის მატება;
- ძებნის ველში ტექსტის შეტანისას გამოხმაურების დროის შემცირება, ქსელთან მიერთების პრობლემების შემდეგ;
- გასწორებულია შეცდომა, რომლის დროსაც Safari-ს ფანჯრებს შორის გადართვისას ვებ-გვერდი თეთრი ფერით ციმციმებდა;
- გასწორებულია შეცდომა, რომლის დროსაც არ იბეჭდებოდა აშშ-ს საფოსტო სამსახურის სატრანსპორტო ეტიკეტები და ინტერნეტში განთავსებული ვებ-გვერდები;
- ვებ-გვერდების PDF-ფაილში შენახვისას ბმულების შენარჩუნება;
- გასწორებულია შეცდომა, რომელსაც მივყავდით Flash-შიგთავსის ნაწილობრივი გამოსახვასთან;
- გასწორებულია შეცდომა, რომელსაც HTML5-ვიდეოს ყურებისას ეკრანის ჩამუქებასთან მივყავდით;
- სტაბილურობის, თავსებადობის მატება და გაშვების დროის შემცირება;
- cookie-ფაილების ჩართვა „ფარული წვდომის“ რეჟიმის გათიშვისას;
- გასწორებულია შეცდომა, რომლის დროსაც ზოგიერთი ინფორმაცია არ იშლებოდა ღილაკზე „ვებ-გვერდების ინფორმაციის წაშლა“ დაჭერისას.
განახლების ჩამოტვირთვა შესაძლებელია სისტემური განახლებების ხელსაწყოს მეშვეობით, ან ხელით ამ მისამართიდან.
წყარო: apple.com