სიახლეები

iPad-ის მყისეულ ყიდვას 6 თვე დასჭირდება

182views

მათ, ვინც გეგმავდა შეეძინა ახალი iPad ტახტიდან გაუნძრევლად, ანუ ინტერნეტის საშუალებით — დააგვიანდათ. მათ უნდა მიემართად Apple Store-ისათვის იმავწუთას, როგორც კი დაიწყო წინასწარი შეკვეთების მიღება ამ ახალ მოწყობილობაზე, ვინაიდან უკვე ერთი დღე-ღამის შემდეგ მიწოდების ვადამ საშიანლად მოიმატა. ხუთშაბათს განთავსებული შეკვეთა კლიენტამდე 19 მარტს მიაღწევს, ხოლო პარასკევს შეკვეთილი — 2-3 კვირის შემდეგ. როდის გამოსწორდება სიტუაცია? აგვისტო-სექტემბერში, მანამდე არა.

ბლოგის iPad Jailbreak ავტორებმა შეადგინეს გრაფიკი პლანშეტების მიწოდების ვადის დამოკიდებულებისა გაყიდვაში ჩაშვების დღესთან — პირველი და მეორე iPad-ებისათვის. მაგალითად პირველი მოდელის რეალიზაციის დღეს შეძენისას, 2010 წლის 3 აპრილს, მყიდველებმა ისინი მიიღეს 15-20 სამუშაო დღის შემდეგ. 15 დღე საჭირო იყო პლანშეტის საწყობში მისასვლელად და კიდევ 5 დღე — კლიენტებისათვის მისაწოდებლად.

მეორე თაობის iPad-ის შემთხვევაში მარაგების რაოდენობა ცოტათი მეტი იყო, მაგრამ გაყიდვების პიკი იყო ძალიან დიდი. ნახევარი წელი პირველისათვის, ხოლო ხუთი თვე მეორე iPad-ისათვის გახდა საჭირო, რომ მოგვარებულიყო რეალურად სწრაფი მიწოდება. როგორ იქნება მესამე თაობის მოდელის მიწოდების ვადები — ჯერ კიდევ საკითხავია. გაყიდვები ამ პარასკევს იწყება და მოსალოდნელია მილიონი ეგზემპლარის გაყიდვა ერთ დღეში.

წყარო: cult of mac

Comments

comments

Leave a Response