სიახლეები

Google Apple-ს წლიურად 1 მილიარდ დოლარს უხდის

156views

საინფორმაციო გამოცემის Macquarie ანალიტიკოსი ბენ შატჩერი ამტკიცებს, რომ Google ყოველწლიურად Apple-ს 1 მილიარდ დოლარს უხდის საოპერაციო სისტემა iOS-ში ნაგულისხმევ საძიებელ სისტემად მისი ძრავის განთავსებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტ-გიგანტის საძიებო სისტემა ნაგულისხმევად არის დაყენებული აგრეთვე ბრაუზერში Safari.

ექსპერტის განცხადებით, მოკლევადიან პერსპექტივაში Apple-ისაგან Google-ის მომსახურებაზე უარის თქმა ნეგატიურ შედეგამდე მიიყვანს iOS-ში ძებნის შედეგებს. ამასთან პერქსპექტივაში მობილურმა საოპერაციო სისტემამ შესაძლოა გადაასწროს სამაგიდე ვერსიებს მოცულობაში, შესაბამისად ეს Google-ის ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„ცნობილია, რომ Google ყოველწლიურად გვამცნობს იმ ხარჯების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ტრაფიკის შეძენასთან. 2011 წელს კორპორაციამ ამაში გადაიხადა 1,5 მილიარდი დოლარი. Apple-ის წილად დაახლოებით 66% მოვიდა, ანუ 1 მილიარდის ფარგლებში. 75%-იანი კონვერსია ნიშნავს იმას, რომ ამ ტრაფიკით Google-მა იშოვა 1,3 მილიარდი დოლარი. შესაბამისად Apple-ის დაკარგვით კომპანია დაკარგავს 335 მილიარდი დოლარის შემოსავალს“, — ამბობს ანალიტიკოსი.

წყარო: geek.com

Comments

comments

Leave a Response