როგორც გუშინდელ სპეციალურ ღონისძიებაზე იყო ნათქვამი, Apple-მა გამოუშვა iOS-ის ახალი ვერსია, 5.1 და iTunes 10.6. მოდი ვნახოთ, თუ რა სიახლეებია ამ განახლებებში.
სიახლეები iOS 5.1-ში:
— იაპონური ენის მხარდაჭერა Siri-სათვის;
— შესაძლებელია ფოტოების წაშლა Photo Stream-იდან;
— კამერასთან წვდომის ხატულა ყოველთვის ჩანს ბლოკირების ეკრანზე;
— „სახეების ამოცნობა“ ამატებს ყველა ამოცნობილ სახეს;
— გადამუშავებული აპლიკაცია Camera iPad-ისათვის;
— Genius-მიქსები და დაკვრის სიები iTunes Match-ის ხელმომწერებისათვის;
— ფილმების ჩვენება iPad-ზე ოპტიმიზირებულია მკაფიო ჟღერადობისათვის;
— მართვის ელემენტები აჩქარებული დაკვრისათვის;
— 30-წამიანი გადახვევა წინ და უკან iPad-ისათვის;
— შეცდომების გასწორება, რომლებიც დაკავშირებულია აკუმულატორის მუშაობასთან;
— შემომავალ ზარებზე ხმის დაკარგვის შეცდომის გასწორება.
ახალი iTunes 10.6 მხარს უჭერს 1080p ვიდეოს დაკვრას და სინქრონიზაციას. სასურველია, რომ iTunes-ის ამ ვერსიაზე გადახვიდეთ, თუ აპირებთ თქვენი iOS-მოწყობილობის განახლებას 5.1 ვერსიამდე.
წყარო: apple.com