iOS-მოწყობილობები სულ უფრო მეტ ადგილს იკავებენ კორპორატიულ და საგანმანათლებლო სფეროებში. გუშინდელმა პრეზენტაციას ამ საკითხთან არა აქვს პირდაპირი კავშირი, მაგრამ სწორედ გუშინ Apple-მა გამოუშვა ახალი აპლიკაცია OS X-ზე, Configurator. ამ პროგრამის მეშვეობით შესაძლებელია iOS-მოწყობილობების მასიური ადმინისტრირება, ხოლო სამიზნე აუდიტორია — ტექ-მომსახურების თანამშრომლები სასწავლო დაწესებულებებსა და კორპორაციებში.
მოდით ვნახოთ, რისი გაკეთება შეუძლია Configurator-ს:
Apple Configurator საშუალებას გაძლევთ ადვილად მოახდინოთ iPhone-ების, iPad-ებისა და iPod Touch-ების დაკონფიგურირება.
სამი მარტვიი პროცესი საშუალებას გაძლევთ მოამზადოთ ახალი iOS-მოწყობილობები დაუყოვნებელი განაწილებისათვის, მოახდინოთ მოწყობილობების მხარდაჭერა, სტანდარტული პარამეტრების შენახვა და მომხმარებლებზე მათი მიმაგრება. პროგრამას სწრაფად შეუძლია ერთ ჯერზე 30 მოწყობილობის გამართვა, პარამეტრების დაკონფიგურირება და აპლიკაციების, მონაცემების დაყენება.
მოწყობილობების მომზადება:
- 30 მოწყობილობის ერთ ჯერზე მომზადება;
- მოწყობილობების iOS-ის ბოლო ვერსიაზე განახლება;
- პარამეტრების შექმნა და აპლიკაციების აღდგენა სამარქაფო ასლიდან, ერთი მოწყობილობიდან მეორეზე გადატანა;
- პროგრამების იმპორტი Apple Configurator-ში და ახალ მოწყობილობებთან სინქრონიზაცია;
- მოწყობილობების რეგისტრაცია Mobile Device Management-ის მეშვეობით დისტანციური მართვისათვის.
მოწყობილობების სერვიუსლი მომახურება:
- მოწყობილობების გაერთიანება ჯგუფებში;
- საერთო პარამეტრების ავტომატური და ხელახალი მისადაგება მოწყობილობებზე;
- როგრამების იმპორტი Apple Configurator-ში და ახალ მოწყობილობებთან სინქრონიზაცია;
- მოწყობილობებზე ერთნაირი, ან თანმიმდევრული სახელების დარქმევა;
- სხვა კომპიუტერებთან მოწყობილობების სინქრონიზაციის შეზღუდვა.
მოწყობილობების მინიჭება:
- მომხმარებლებისა და ჯგუფების ხელით, ან ავტოშევსების გზით (Open Directory, ან Active Directory) დამატება;
- მოწყობილობის მომხმარებელზე მინიჭება და სამომხმარებლო პარამეტრებისა და მონაცემების აღდგენა მოწყობილობაზე;
- მოწყობილობის მომხმარებელზე მინიჭების გაუქმება და სამომხმარებლო პარამეტრებისა და მონაცემების შექმნა სხვა მოწყობილობაზე გადასატანად;
- სამოხმარებლო ტექსტის, შპალერის ან გამოსახულების მისადაგება მოწყობილობის დაბლოკვის ეკრანზე;
- დოკუმენტების სინქრონიზაცია მინიჭებულ მოწყობილობებსა და Apple Configurator-ს შორის.
პროგრამა Apple Configurator ვრცელდება უფასოდ: [iTunes link].
წყარო: Apple